|
დასახელება:
საზედამხედველო ანგარიშგების სამმართველოს სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
ხალიკ ბანკი
|
|
გამოქვეყნდა: 01 მაისი
/ ბოლო ვადა: 10 მაისი
|
ს/ს "ხალიკ ბანკი საქართველო" (ს/ს "ხალიკ ბანკი ყაზახეთი"-ს შვილობილი ბანკი) აცხადებს ვაკანსიას საზედამხედველო ანგარიშგების სამმართველოს სპეციალისტის პოზიციაზე.
სს "ხალიკ ბანკი საქართველო" წარმოადგენს სს "ყაზახეთის სახალხო ბანკი"-ს შვილობილ ორგანიზაციას, რომელიც არის ყაზახეთის საფინანსო ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
განაკვეთი: სრული
ძირითადი მოვალეობები:
** ეროვნული ბანკისთვის დროული და ზუსტი ანგარიშგებების რეგულარული ფორმირება;
** სხვადასხვა სტატისტიკური და ანალიტიკური ანგარიშგებების მომზადება;
** საქართველოს საბანკო სისტემის ტენდენციების ანალიზი და შეფასება;
** ანგარიშგების პროცესის გაუმჯობესება და ოპტიმიზაცია;
** შესაბამის დეპარტამენტებთან კოორდინაცია მონაცემთა სიზუსტისა და სრულყოფისთვის;
** სხვა დავალებების შესრულება სამმართველოს ფუნქციებიდან გამომდინარე;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება საბანკო საქმის, ეკონომიკის, მათემატიკის, ფინანსების ან ბიზნეს-ადმინისტრირების სფეროში,
** სასურველია 3 წლიანი გამოცდილება ფინანსური ანალიზის და ანგარიშგების მიმართულებებით;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ფლობა; განსაკუთრებით მოითხოვება მაღალი დონე EXCEL-ში, დამატებითი უპირატესობაა VBA, Power BI, SQL ცოდნა
** ინგლისური ენის ცოდნა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი, თვით-დისციპლინა;
** სიახლეების სწრაფი ათვისების სურვილი და უნარი;
თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს და გსურთ ჩვენს ბანკში მუშაობა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@hbg.ge
თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ დასაქმების განხილვის მიზნებისათვის და არ მოხდება თქვენი თანხმობის გარეშე მესამე პირებთან გადაცემა.
გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება " ანგარიშგების სპეციალისტი"
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 10 მაისი, 2026 წ.
შენიშვნა: მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დაენიშნებათ გასაუბრება.
გაცნობებთ, რომ კანდიდატის შესახებ მონაცემებს სს "ხალიკ ბანკი საქართველო" ამუშავებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად, ამავე კანონის მე-5 მუხლის "ა", "ი" და "კ" ქვეპუნქტების საფუძველზე.
კანდიდატის მონაცემების დამუშავების მიზანს წარმოადგენს გამოცხადებულ ვაკანსიასთან, მათ შორის ფორმალურ კრიტერიუმებთან შესაბამისობის დადგენა.
კანდიდატის შესახებ ინფორმაცია ინახება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის "ი" ქვეპუნქტის შესაბამისად, არაუმეტეს 2 (ორი) წლის ვადით. ამასთან, კანდიდატის შესახებ ინფორმაცია შესაძლებელია განხილული იქნეს მომავალში გამოცხადებულ ვაკანსიასთან დაკავშირებით.დაკავშირება.
იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ თქვენი მონაცემები დამუშავდეს მომავალში გამოცხადებულ ვაკანსიასთან დაკავშირებით, გთხოვთ, გვაცნობეთ აღნიშნულის შესახებ.
თქვენ უფლება გაქვთ ისარგებლოთ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის III თავით გათვალისწინებული უფლებებით და მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით მოითხოვოთ: ინფორმაცია; მონაცემთა გაცნობა და მათი ასლის მიღება; მონაცემთა გასწორება, განახლება, შევსება; დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება; მონაცემთა დაბლოკვა ან ისარგებლოთ სხვა უფლებებით, თუ არ არსებობს ამავე კანონით გათვალისწინებული მონაცემთა სუბიექტის უფლებების შეზღუდვის საფუძვლები.
თქვენი პოზიცია მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით შეგიძლიათ წარმოადგინოთ ნებისმიერ დროს, ელექტრონული ფოსტის მისამართზე hr@hbg.ge; info@hbg.ge ან დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე - 032 224 07 07.
|
|
|
|