|
დასახელება:
საწყობის სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
დელივეროუ
|
|
გამოქვეყნდა: 30 აპრილი
/ ბოლო ვადა: 21 მაისი
|
კომპანია "დელივეროუ" არის საკურიერო-ლოგისტიკური კომპანია, რომელიც 5 წელია წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე, როგორც მსხვილ კონტრაქტორებთან, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესთან;
"დელივეროუ" აცხადებს ვაკანსიას საწყობის სპეციალისტის პოზიციაზე (ვაკანტურია 2 ადგილი).
პირობები:
** სამუშაო ადგილი: თბილისი, გურამიშვილის გამზირი;
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე:
** დილის სმენა:10:00-დან 16:30 საათამდე;
** საღამოს სმენა: 16:30-დან 23:00 საათამდე.
** ანაზღაურება: პირველი თვე 800 ლარი (გამოსაცდელი პერიოდი), მე-2 თვიდან 1300 ლარი ფიქსირებული;
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები;
** ტვირთის მიღება;
** ტვირთის სორტირება უბნების და რეგიონების მიხედვით (მარშრუტის შესაბამისად);
** ტვირთის დასტიკერება;
** ცდომილების შემთხვევაში, კონკრეტული ტვირთის საწყობში მიბრუნება (შესაბამისი პროცედურების გატარება);
** უკან დაბრუნებული ტვირთის აღწერა და საწყობში გაგზავნის უზრუნველყოფა;
** უსაფრთხოების, ჰიგიენისა და შიდა ნორმების დაცვა;
** შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
პიროვნული თვისებები:
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სისწრაფე და მოქნილობა;
** სამუშაო ადგილზე დროულად გამოცხადება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის ეფექტურად განაწილების უნარი;
ჩვენი კომპანია გთავაზობთ:
** ჩვენი კომპანია გთავაზობთ მუშაობას კომფორტულ და გუნდურ გარემოში.
** ხელფასის ზრდის პერსპექტივა;
შერჩევის ეტაპებია: რეზიუმეების გადარჩევა, ინდივიდუალური გასაუბრება.
დაინტერესების შემთხვევაში 2026 წლის 21 მაისის ჩათვლით გადმოგზავნეთ თქვენი რეზიუმე კომპანიის ელ.ფოსტაზე: hr.deliverow@gmail.com - სათაურის (subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული ვაკანსიის დასახელება. საკონტაქტო ტელ: 511722133
გისურვებთ წარმატებებს!
გაცნობებთ რომ კომპანია დელივეროუ ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნის შესაბამისად.
|
|
|
|