Робота для біженців з України
კომპანიონი/პირადი დამხმარე
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კომპანიონი/პირადი დამხმარე
მომწოდებელი: კერძო პირი
გამოქვეყნდა: 30 აპრილი / ბოლო ვადა: 30 მაისი
ვეძებთ თბილ, ყურადღებიან, ენერგიულ და პასუხისმგებლობიან ადამიანს 74 წლის უცხოელი ქალბატონისთვის, რომელიც იქნება მისი ყოველდღიური კომპანიონი, მხარდამჭერი და დამხმარე ყოველდღიურ ცხოვრებაში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია ადამიანი, რომელიც ამ პოზიციას შეხედავს არა მხოლოდ როგორც სამსახურს, არამედ როგორც ადამიანურ ურთიერთობასა და პასუხისმგებლობას.

პოზიცია: კომპანიონი/პირადი დამხმარე (ქალბატონისთვის)
ლოკაცია: თბილისი
ანაზღაურება: 1800-2000 ლარი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი|10:00-18:00 (შესაძლებელია შეთანხმებით)

ვაკანსიის შესახებ

ძირითადი მოვალეობები:

** მედიკამენტების დროულად მიღების კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში შეხსენება
** წნევის, პულსისა და ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობის ყოველდღიური მონიტორინგი
** ყოველდღიური ნაბიჯების/ფიზიკური აქტივობის კონტროლი და მსუბუქი მოძრაობის წახალისება
** ჯანსაღი კვების რეჟიმის მხარდაჭერა და საჭიროების შემთხვევაში კვების გეგმის გათვალისწინება
** ექიმთან ვიზიტებზე ან საჭირო შეხვედრებზე თანხლება
** სხვადასხვა პარკში, რეკრეაციულ სივრცეში ან სასიამოვნო გარემოში გასეირნების დაგეგმვა (არა ერთი და იგივე მარშრუტი ყოველდღე მნიშვნელოვანია მრავალფეროვნება)
** ცურვაზე ან წყალში მსუბუქ სავარჯიშო აქტივობებზე თანხლება
** დღის დაგეგმვა ისე, რომ იყოს სასიამოვნო, აქტიური და საინტერესო
** დროის ერთად გატარება - საუბარი, თამაშები (კარტი / სამაგიდო თამაშები), ფილმის ყურება ან სხვა სასიამოვნო აქტივობები
** ზოგიერთ დღეს სახლში მშვიდ გარემოში კომპანიონობის გაწევა
** საჭიროების მიხედვით კერძების მომზადება ან მასთან ერთად მომზადების პროცესის სახალისოდ ქცევა
** ყოველკვირეული საყიდლების დაგეგმვა და შესრულება მისი საჭიროებების გათვალისწინებით
** მედიკამენტების მოწესრიგება (დახარისხება, მარაგების კონტროლი, განახლება)
** ყოველდღიური მცირე საოჯახო საქმეების ორგანიზებაში მსუბუქი დახმარება
** ყურადღება მის განწყობაზე, ემოციურ კეთილდღეობასა და პოზიტიური გარემოს შექმნაზე

რას ვეძებთ კანდიდატში:

** თბილი, მშვიდი, პოზიტიური და კომუნიკაბელური პიროვნება
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** სანდოობა და სტაბილურობა
** ენერგიულობა და აქტიური ცხოვრების სიყვარული
** სასურველია გამოცდილება მოვლის, მედდობის ან ჯანმრთელობის ასისტირების სფეროში (აუცილებელი არ არის)
** ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა აუცილებელია
** ადამიანი, რომელსაც ნამდვილად უყვარს ადამიანებთან ურთიერთობა და ზრუნვა

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ CV ან მოკლე ინფორმაცია თქვენს შესახებ: lanakabu03@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე