|
დასახელება:
სტაჟიორი შესაბამისობის მიმართულებაში
|
| მომწოდებელი:
პროკრედიტ ბანკი
|
|
გამოქვეყნდა: 30 აპრილი
/ ბოლო ვადა: 17 მაისი
|
"პროკრედიტ ბანკი" აცხადებს ვაკანსიას სტაჟიორის პოზიციაზ, სათავო ოფისში, შესაბამისობის მიმართულებაში (შემდგომი დასაქმების პერსპექტივით)
გსურთ კარიერის დაწყება საბანკო სფეროში?
გეძლევათ შესაძლებლობა, შეუერთდეთ ჩვენს გუნდს სათავო ოფისში, შესაბამისობის მიმართულებით
სტაჟიორის პოზიციაზე, შემდგომი დასაქმების პერსპექტივით.
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
ჩვენ გთავაზობთ:
** ანაზღაურებად სტაჟირებას
** საბანკო პრაქტიკას და გამოცდილებას
** პროფესიულ განვითარებას და სწავლების შესაძლებლობას
** კარიერის გაგრძელების პერსპექტივას სტაჟირების დასრულების შემდეგ
მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** 4 კურსის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი ან კურსდამთავრებული
** დაინტერესებული საბანკო სფეროთი და სტაჟირებით
** ინგლისური ენის ცოდნა
** პასუხისმგებლობიანი, მოტივირებული, ენერგიული, სიახლეების სწრაფად ათვისების უნარით, დეტალებზე ორიენტირებული
თუ მზად ხარ ახალი გამოწვევებისთვის და გსურს კარიერის დაწყება დინამიკურ და სტაბილურ გარემოში - შემოგვიერთდი!
გამოგვიგზავნე შენი CV ვაკანსიის დასახელებით — "სტაჟიორი" შემდეგ ელფოსტაზე: geo.hr.department@procredit-group.com
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 17/05/2026
რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება (მათ შორის შესაძლოა გადაეცეს პროკრედიტ ჯგუფში შემავალ სხვა ქვეყნებს) სს "პროკრედიტ ბანკის" მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 6 [ექვსი] თვის ვადით.
გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართეთ შემდეგ ელფოსტაზე: geo.hr.department@procredit-group.com
სს"პროკრედიტ ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. დისკრიმინაციისგან დაცვა ასევე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ: 2 20 22 22; geo.info@procredit-group.com
|
|
|
|