Робота для біженців з України
კიბერუსაფრთხოების SOC-ის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კიბერუსაფრთხოების SOC-ის სპეციალისტი
მომწოდებელი: ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტო
გამოქვეყნდა: 30 აპრილი / ბოლო ვადა: 01 ივნისი
სსიპ "ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტოში" ველოდებით კიბერუსაფრთხოების SOC-ის სპეციალისტს

ორგანიზაციის შესახებ

** ჯანდაცვის სისტემაში თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სისტემების დანერგვა და მართვა;
** ინტეგრირებული სასერვერო და ქსელური ინფრასტრუქტურის შექმნა, მისი უსაფრთხო და ეფექტური მუშაობის და განვითარების უზრუნველყოფა;
** კომპიუტერული ტექნიკისა და პერიფერიული მოწყობილობების, ტელესაკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის მდგრადი ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
** ინფორმაციული სისტემების და ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
** შესაბამისი სახელმწიფო სერვისების მართვის ინტეგრირებული ციფრული სისტემების შემუშავება, დანერგვა, მხარდაჭერა და განვითარება;
** სააგენტო ავითარებს და მხარს უჭერს ფართო გამოყენების 100-მდე ციფრულ სისტემას და მოდულს, რომელიც ხელს უწყობს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ასევე დასაქმების ხელშემწყობ სექტორებში სერვისების უწყვეტობას. როგორც მუდმივად ზრდაზე ორიენტირებული და მერიტოკრატიული ინსტიტუტი, მოხარულები ვართ მივიღოთ განვითარებაზე ორიენტირებული პროფესიონალები.

ფუნქცია მოვალეობები:

** უსაფრთხოების პროდუქტების დანერგვა, კონფიგურაცია, ადმინისტრირება, მდგრადობის შენარჩუნება და უწყვეტი მონიტორინგი;
** დეტექციის წესების შექმნა (Detection Engineering): არა მხოლოდ არსებული ალერტების მონიტორინგი, არამედ საკუთარი დეტექციის ლოგიკისა და წესების (Custom Rules) დაწერა სპეციფიკური საფრთხეების გამოსავლენად, არსებული ბიზნეს პროცესების გათვალისწინებით;
** უსაფრთხოების ნაწილში ინფრასტრუქტურის გარემოს ანალიზი და გაუმჯობესებაზე ორიენტირებული პროცესების მართვა (Hardening);
** კიბერინციდენტების აღმოჩენა, ანალიზი, მართვა და რეაგირება შემდგომი პრევენციის კუთხით. ინციდენტების შესახებ დეტალური ანგარიშების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბაკალავრის ხარისხი კომპიუტერულ მეცნიერებებში, ინფორმაციულ ტექნოლოგიებში ან მომიჯნავე სფეროში;
** კიბერშეტევების მეთოდების (TTPs) და MITRE ATT&CK ფრეიმვორქის ცოდნა;
** სასურველია სერტიფიკატები: CompTIA Security+, CEH, ან GCIH;
** მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება ინფორმაციული უსაფრთხოების ტექნოლოგიების მართვისა და დანერგვის მიმართულებით;
** უსაფრთხოების პროდუქტების იმპლემენტაციისთვის შესაბამისი არქიტექტურული გადაწყვეტილებების ცოდნა.

რას გთავაზობთ:

** საინტერესო სამუშაო პროცესები გამოცდილ პროფესიონალთა გუნდში;
** სხვადასხვა სახელმწიფო და საერთაშორისო მნიშვნელობის ღონისძიებებში მონაწილეობის შესაძლებლობა;
** სერტიფიკატების დაფინანსება და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა.

კონკურსის ეტაპები:

** პირველი ეტაპი - განაცხადების გადარჩევა;
** მეორე ეტაპი - განაცხადების გადარჩევის შედეგად შერჩეულ კანდიდატებთან ტექნიკური გასაუბრება.

განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 01.06.26.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ რეზიუმე - ელექტრონულ ფოსტაზე hr@ita.gov.ge. გთხოვთ განცხადებაში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

სსიპ - "ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტო" გისურვებთ წარმატებას!

"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად თქვენი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ CV-ს წარდგენა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. შესაბამისად, რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში სსიპ ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტო იტოვებს უფლებას, დაამუშაოს აპლიკანტის პერსონალური მონაცემები შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე