Робота для біженців з України
შესყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შესყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: Urban Horeca Group
გამოქვეყნდა: 30 აპრილი / ბოლო ვადა: 30 მაისი
კომპანია "Urban Horeca Group", რომელიც მართავს რამდენიმე რესტორანს ძველი თბილისის რაიონში, აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ფუნქცია მოვალეობები:

** არსებულ მომწოდებლებთან კომუნიკაცია და შეკვეთების გაგზავნა;
** ობიექტებზე მიღებული პროდუქციის შედარება Rs.ge-ზე ატვირთულ საბუთებთან;
** მიღებული პროდუქციის ექსელში შეყვანა და რეპორტების გაკეთება;
** შესასყიდი პროდუქციის ფასების კონტროლი და ანალიზი, ახალი მომწოდებლების მოძიება.

მოთხოვნები:

** ჰორეკა სექტორში ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა (FINA პროგრამაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად).
** უმაღლესი განათლება, ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიონალი და მეგობრული გუნდის წევრობას ამბიციური მიზნებით.
** ადგილმდებარეობა: რუსთაველის მეტროსთან, მაკდონალდსის გვერდით, ძმები კაკაბაძეების ქუჩა 3.
** 8 საათიანი სამუშაო გრაფიკი კვირაში 5 დღე.
** ხელფასი: 2500 ლარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ დაგვიკავშირდით ნომერზე: 575 755 888
ან გამოაგზავნოთ CV და ფოტოსურათი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hidetbilisi@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე