|
დასახელება:
კონსულტანტი
|
| მომწოდებელი:
Hean Cosmetics Georgia
|
|
გამოქვეყნდა: 29 აპრილი
/ ბოლო ვადა: 29 მაისი
|
"HEAN Georgia" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე.
HEAN - არის პოლონური კოსმეტიკური ბრენდი, რომელიც 40 წელზე მეტია ქმნის
ხარისხიან და თანამედროვე დეკორატიულ კოსმეტიკას. პროდუქციის 95% -ზე მეტი რეცეპტურა შექმნილია ბრენდის მიერ, ხოლო 65% ვეგანური ფორმულებით იწარმოება.
HEAN-ის პირველი კონცეპტუალური სტენდი დიდი დიღმის გუდვილში გაიხსნა, ეს არის სივრცე, სადაც მომხმარებელს შეუძლია ადგილზე დატესტოს ბრენდის სრული ასორტიმენტი.
ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:
** კარიერული წინსვლის შესაძლებლობა
** კორპორატიული ფასდაკლება პროდუქციაზე
** ჯანსაღი სამუშაო გარემო
** მრავალფეროვანი სამოტივაციო სისტემა
სამუშაო პირობები:
** ანაზღაურება - 800 ლარი + ბონუსი გაყიდვებიდან
** სამუშაო გრაფიკი - თვეში 15 სამუშაო დღე
** სამუშაო ადგილი - თბილისი, დიღმის გუდვილი
ფუნქციები და მოვალეობები:
** მომხმარებლისათვის კონსულტაციის გაწევა - მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზება, პროდუქტებთან დაკავშირებული ინფორმაციის სრულყოფილად მიწოდება;
** სარეალიზაციო სტენდის მოწესრიგება;
** პროდუქციის გაყიდვა;
** მარაგის აღრიცხვა და პერიოდული კონტროლი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** დეკორატიული კოსმეტიკის ცოდნა და სიყვარული არის მთავარი მოთხოვნა
** ანალოგიურ პოზიციაზე გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა, ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
კანდიდატთა შერჩევა:
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV გამოგვიგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: heancosmeticsgeo@gmail.com და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ - "გაყიდვების კონსულტანტი HEAN".
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|