|
დასახელება:
გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი
|
| მომწოდებელი:
Euromedica
|
|
გამოქვეყნდა: 29 აპრილი
/ ბოლო ვადა: 29 მაისი
|
კომპანია "Euromedica" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე!
"Euromedica" წარმოადგენს ესთეტიკური მედიცინის პრეპარატებისა და აპარატურის იმპორტიორ კომპანიას, რომელიც წარმატებით ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და თანამშრომლობს საერთაშორისო წამყვან ბრენდებთან. ჩვენი მიზანია ადგილობრივ ექიმებსა და კლინიკებს შევთავაზოთ მაღალი ხარისხის, თანამედროვე და კონკურენტული პროდუქცია.
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება
** გაყიდვების გუნდის მართვა და შედეგების კონტროლი
** რეგიონალური გაყიდვების პროცესის დაგეგმვა და კოორდინაცია
** თბილისის ბაზარზე არსებული კლიენტებთან ურთიერთობების გაძლიერება და განვითარება
** ახალი კლიენტების მოძიება და პარტნიორული ქსელის გაფართოება
** რეგულარული ვიზიტები კლინიკებში, ექიმ კოსმეტოლოგებთან და დერმატოლოგებთან
** პროდუქციის პროფესიონალური პრეზენტაცია და კონსულტაცია
** ბაზრის ტენდენციებისა და კონკურენტული გარემოს ანალიზი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება გაყიდვების სფეროში (სასურველია სამედიცინო/ესთეტიკური მიმართულებით)
** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** გაყიდვების სტრატეგიის დაგეგმვისა და განხორციელების უნარი
** ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები
** ლიდერული თვისებები და გუნდის მართვის გამოცდილება
** მიზანდასახულობა და შედეგზე ორიენტირებულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
ჩვენ გთავაზობთ:
** კონკურენტულ ანაზღაურებას (ფიქსირებული + ბონუს სისტემა)
** კარიერული ზრდისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
** საერთაშორისო ბრენდებთან მუშაობის გამოცდილებას
** დინამიკურ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე: info@euromedicagroup.ge ან დაგვიკავშირდით: +995 558 598 888. სათაურში მიუთითეთ: Sales Department Manager - Euromedica.
|
|
|
|