Робота для біженців з України
ფოტო/ვიდეო კრეატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფოტო/ვიდეო კრეატორი
მომწოდებელი: ფიბი სერვისის
გამოქვეყნდა: 29 აპრილი / ბოლო ვადა: 29 მაისი
საკონსულტაციო კომპანია "Pb Services" აცხადებს ვაკანსიას ფოტო/ვიდეო კრეატორის პოზიციაზე.

ვებ-გვერდი: https://pbservices.ge/

სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00 საათამდე
ანაზღაურება: ფიქსირებული
სამუშაო ადგილი: თბილისი, ვაკე, ფალიაშვილის ქუჩა

ძირითადი მოვალეობები:

** უძრავი ქონების გადაღება: ბინების, სახლებისა და კომერციული ფართების პროფესიონალური ფოტო/ვიდეო გადაღება (ინტერიერი და ექსტერიერი).
** საგანმანათლებლო კონტენტი: საინფორმაციო და საგანმანათლებლო ტიპის ვიდეოების გადაღება იურიდიულ და საგადასახადო თემებზე.
** პოდკასტების წარმოება: პოდკასტის ტიპის ვიდეოების გადაღება, ხმის ხარისხის კონტროლი და მონტაჟი.
** სოციალური მედიის კონტენტი: ზემოთ ჩამოთვლილი თემებიდან გამომდინარე "Reels" და "TikTok" ვიდეოების შექმნა, რომლებიც მორგებულია კომპანიის სერვისებსა და თანამედროვე ტრენდებს.
** სრული ციკლის წარმოება: მასალის დახარისხება, ფერების კორექცია, ხმის დამუშავება, ტიტრების დამატება და საბოლოო მონტაჟი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია უძრავი ქონების ან საგანმანათლებლო კონტენტის შექმნის მიმართულებით).
** პროფესიონალური ფოტო/ვიდეო ტექნიკის, განათებისა და ხმის ჩამწერი აპარატურის ფლობა.
** სამონტაჟო პროგრამების პროფესიონალურ დონეზე ცოდნა.
** გრაფიკული პროგრამების ცოდნა.
** სოციალური მედიის ტრენდების ცოდნა და კრეატიული აზროვნება.
** პორტფოლიოს წარმოდგენა სავალდებულოა.

რას გთავაზობთ:

** მრავალფეროვან და საინტერესო პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობას.
** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს.
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას კვალიფიკაციის შესაბამისად.
** გრძელვადიან თანამშრომლობას სტაბილურ კომპანიაში.

როგორ დაგვიკავშირდეთ:

თუ დაინტერესებული ხართ აღნიშნული ვაკანსიით, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV და პორტფოლიო შემდეგ მისამართზე: gvantsa@pbservices.ge. სათაურის ველში მიუთითეთ: "ფოტო/ვიდეო კრეატორი".

გახდი ჩვენი გუნდის წევრი და დაგვეხმარე საინტერესო და სასარგებლო კონტენტის შექმნაში!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე