Робота для біженців з України
ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადმინისტრატორი
მომწოდებელი: სასტუმრო ალმა
გამოქვეყნდა: 29 აპრილი / ბოლო ვადა: 29 მაისი
სასტუმრო "ალმა" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე. ვეძებთ ენერგიულ, პასუხისმგებლიან და გამოცდილ თანამშრომელს.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი, რუსთაველის გამზ. 28
** სამუშაო გრაფიკი: 2/2-ზე, 09:00-დან 21:00-მდე
** ანაზღაურება: 1200 ლარი

ძირითადი მოვალეობები:

** სტუმრების მიღება, რეგისტრაცია, განთავსება და გასტუმრება (Check-in/Check-out) არსებული სტანდარტების შესაბამისად;
** ანგარიშსწორების წარმოება (ნაღდი და უნაღდო გადახდები);
** სტუმრების რეგისტრაცია სასტუმროს სისტემაში (PMS), ინფორმაციის დამუშავება და ინვოისების მომზადება;
** სტუმრებისთვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება სასტუმროს ნომრების, წესების, სერვისებისა და ტარიფების შესახებ;
** პირდაპირი გაყიდვების მართვა (Walk-in და სატელეფონო ჯავშნები);
** შემოსული და გასული კომუნიკაციების (ტელეფონი, ელ-ფოსტა, ონლაინ პლატფორმები) ოპერატიული მართვა;
** სხვა დეპარტამენტებთან ეფექტური და აქტიური თანამშრომლობა.

ძირითადი მოთხოვნები:

** აუცილებელია სასტუმროს რეცეფციაში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** სავალდებულოა სასტუმროს მართვის პროგრამებთან (PMS) მუშაობის გამოცდილება;
** ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილად ცოდნა;
** რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Word, Excel).

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ეფექტური კომუნიკაციის, თავაზიანი მომსახურებისა და გაყიდვების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე და პუნქტუალურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ემოციური სტაბილურობა და სტრესულ სიტუაციებში სწრაფი რეაგირების უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტაზე: info@almahoteltbilisi.com. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება: ადმინისტრატორი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე