|
დასახელება:
კვლევისა და განვითარების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
კარტლისი
|
|
გამოქვეყნდა: 29 აპრილი
/ ბოლო ვადა: 29 მაისი
|
აგრო კომპანია "კარტლისი" აცხადებს ვაკანსიას კვლევისა და განვითარების მენეჯერის თანამდებობაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო საათები: სამუშაო დღე სრული განაკვეთით
მოვალეობები:
** საცდელი ნაკვეთების მოწყობა და ახალი პრეპარატების გამოცდა, შეფასება და გამოცდის შედეგების დეტალური დოკუმენტირება თავისი ფოტო და ვიდეო მასალის შექმნით; შესაბამისი ანგარიშების და პრეზენტაციების მომზადება;
** სემინარების მოწყობა და გამოცდებისა და ექსპერიმენტების შედეგად მიღებული გამოცდილების გაზიარება კომპანიის თანამშრომლებისთვის და კლიენტებისთვის;
** სამუშაოსთან დაკავშირებულ მივლინებებში წასვლა როგორც საქართველოში, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთაც;
** კარტლისის აკადემიის სასწავლო პროექტებში მონაწილეობის მიღება;
** ნიადაგის ნიმუშების აღება, დამუშავება და კომპანიის პარტნიორ ლაბორატორიაში ევროპაში გაგზავნა;
** კომპანიის კლიენტებისთვის მიღებული ანალიზის შედეგების მიწოდება და განმარტებების მიცემა;
** სოციალური მედიისთვის სტატიებისა და საინფორმაციო ხასიათის პოსტების მომზადება.
ცოდნა და უნარ-შესაძლებლობები:
** უმაღლესი განათლება, უპირატეობა მიენიჭება მცენარეთა დაცვის, აგრონომის სპეციალობით ან ქიმიკოსი/ბიოლოგს;
** გამოცდილება სოფლის მეურნეობის სფეროში;
** მანქანის მართვის მოწმობა;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** პრეზენტაციის მომზადებისა და ჩატარების უნარი.
პიროვნული მახასიათებლები:
** გაწონასწორებულობა, მაღალი თვითკონტროლი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** რთულ სიტუაციებში კომუნიკაციის უნარი;
** კარგი მეტყველების უნარი.
შერჩეული კანდიდატი გაივლის ანაზღაურებად სტაჟირებას ექვსთვიანი გამოსაცდელი ვადით. ამ პერიოდის განმავლობაში მას ჩაუტარდება უფასო ტრეინინგები.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათით ელ-ფოსტაზე: vacancy@cartlis.ge
|
|
|
|