|
დასახელება:
მძღოლი-დისტრიბუტორი
|
| მომწოდებელი:
სონნივა ჯორჯია
|
|
გამოქვეყნდა: 29 აპრილი
/ ბოლო ვადა: 29 მაისი
|
შპს "Sonniva Georgia" აცხადებს ვაკანსიას მძღოლი-დისტრიბუტორის პოზიციაზე.
კომპანია "სონნივა ჯორჯია" არის ავეჯის აქსესუარების მაღაზია, რომელიც საქართველოს ბაზარზე ოპერირებს 2014 წლიდან. კომპანია იზრდება სწრაფი ტემპით, რითაც უქმნის დასაქმებულს სტაბილურ და პერსპექტივების მქონე გარემოს.
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის პროდუქციის/ტვირთის უსაფრთხოდ და დროულად მიწოდება განსაზღვრულ ობიექტებზე
** ავტომობილის მართვა საგზაო მოძრაობის წესებისა და უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით
** ტვირთის ჩატვირთვა-გადმოტვირთვის პროცესში მონაწილეობა და მისი უსაფრთხო ტრანსპორტირების უზრუნველყოფა
** მიწოდების დოკუმენტაციის (ინვოისები, ზედნადებები და სხვა) სწორად წარმოება და ჩაბარება
** მიწოდების მარშრუტების დაგეგმვა ოპტიმალური დროისა და ხარჯის გათვალისწინებით
** პროდუქციის რაოდენობისა და მდგომარეობის კონტროლი მიწოდებისას
** ავტომობილის ტექნიკური მდგომარეობის რეგულარული შემოწმება და სისუფთავის უზრუნველყოფა
** საწვავის ხარჯვის კონტროლი და შესაბამისი ჩანაწერების წარმოება
** კლიენტებთან კორექტული კომუნიკაცია მიწოდების პროცესში
** ხელმძღვანელობის დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ქართული ენის ცოდნა (სრულყოფილად)
** რუსული ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე.
** B და C კატეგორიის მართვის მოწმობა
** მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე ავტომბილის მართვის უნარი
უნარ-ჩვევები:
** გუნდური მუშაობის უნარი
** კომუნიკაციის უნარი
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
** პუნქტუალურობა.
ხელფასი: 1800-2000 ლარი (ხელზე ასაღები)
სამუშაო საათები: 09:00-18:00, ორშაბათი-პარასკევი.
დასვენების დღე: შაბათი და კვირა.
ბენეფიტები: კვება, კონკურენტუნარიანი ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი, ტრანსპორტირება.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: admin@sonniva.ge
მისამართი: თბილისი, ავჭალა, შუშია ქუჩა 38.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|