Робота для біженців з України
გაყიდვების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: ჰაბიტატი თანასწორობის, მიღწევების და განვითარებისთვის
გამოქვეყნდა: 29 აპრილი / ბოლო ვადა: 29 მაისი
ჩვენ შესახებ: პირველი ქოვორქინგ სივრცე დიდ დიღომში. Habitat Coworking არის ახალი, თანამედროვე, ყველასაგან გამორჩეული სამუშაო სივრცე, რომელიც აერთიანებს ოფისებს, შეხვედრების ოთახებს, პირად კაბინებს, საერთო სამუშაო სივრცეს, ტრენინგების ოთახს, პოდკასტ სტუდიასა და ბიზნეს განვითარების კლუბს. აქ შეხვდებით საინტერესო ადამიანებს, დაამყარებთ ახალ კავშირებს და გექნებათ განვითარების დიდი შესაძლებლობა.

ვაკანსია: გაყიდვების სპეციალისტი
კომპანია: Habitat Coworking

ფუნქცია-მოვალეობები:

** ქოვორქინგის სივრცის სერვისების გაყიდვა (Hot Desk, ოფისები, სტუდია, ღონისძიებები)
** ახალი კლიენტების მოძიება და მოზიდვა
** დაინტერესებული ლიდების დამუშავება (ზარები, შეტყობინებები, შეხვედრები)
** სივრცის ტურის ჩატარება და პრეზენტაცია
** შეთავაზებების მომზადება და გარიგებების დახურვა
** CRM-ში კლიენტების მართვა და მონაცემების განახლება
** არსებულ კლიენტებთან ურთიერთობის შენარჩუნება და Upsell / Cross-sell
** გაყიდვების გეგმების შესრულება და ანგარიშგება
** მომხმარებლებისა და სტუმრების დახვედრა, ინფორმაციის მიწოდება სივრცის შესახებ, კლიენტთა რეგისტრაცია, სატელეფონო ზარებზე და ელფოსტაზე პასუხი, კლიენტების კითხვებზე დროული რეაგირება.
** საჭიროების შემთხვევაში, სოც ქსელებში აქტიურობა
** მოთხოვნები: ქართული და ინგლისური ენების ცოდნა სავალდებულოა. კომუნიკაბელურობა, ენერგიულობა და პოზიტიური განწყობა; გაყიდვებზე ორიენტირებულობა და დამაჯერებელი კომუნიკაციის უნარი; ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი დონე; გამოცდილება მსგავს პოზიციაზე ჩაითვლება უპირატესობად.
** სასურველია სოც მედია მენეჯმენტის მიმართულებით საბაზისო ცოდნა/გამოცდილება

გრაფიკი: ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით, 16:00 საათიდან - 23:00 საათამდე.
შესვენება - 1 საათი
ანაზღაურება - 1100 ლარი ხელზე + საბონუსე სისტემა

ჩვენ გთავაზობთ:

** ახალ და მეგობრულ გუნდში მუშაობას;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას;
** კომფორტულ სამუშაო გრაფიკს, ფიქსირებულ ხელფასს და ბონუსს შესრულებული გაყიდვებიდან.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: info@hubitat.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე