Робота для біженців з України
E-commerce-ის შეკვეთების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: E-commerce-ის შეკვეთების სპეციალისტი
მომწოდებელი: ვოლტა გრუპი
გამოქვეყნდა: 29 აპრილი / ბოლო ვადა: 29 მაისი
"ვოლტა" წარმოადგენს უმსხვილეს ონლაინ მოლს, რომელიც 2020 წლიდან წარმატებით საქმიანობს საქართველოში. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ელექტრონული კომერციის უნიკალურ სერვისს, კერძოდ პროდუქციის შეძენას შიდა ონლაინ განვადებით, ყოველგვარი საბანკო, ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე.

"ვოლტა" აცხადებს ვაკანსიას E-commerce-ის შეკვეთების სპეციალისტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, ც. დადიანის 7, სავაჭრო და ბიზნეს ცენტრი "ქარვასლა"
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სრული სამუშაო დღე, 2 დღე დასვენება
ანაზღაურება: ფიქსირებული 1300 ლარი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** გაყიდვების შეკვეთების მიღება, დამუშავება და მონიტორინგი
** გაუქმებული შეკვეთების მონიტორინგი და ანალიზი
** წარმოქმნილ პრობლემებზე სწრაფი და ეფექტიანი რეაგირება

ვაკანსიის სავალდებულო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** ანალიტიკური აზროვნება
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Microsoft Office), Excel-ის ცოდნა სავალდებულო

გამოაგზავნე რეზიუმე მეილზე: hr@volta.ge და შემოუერთდი ჩვენს პროფესიონალ გუნდს, სადაც შენი ცოდნა და ენერგია ნამდვილად დაფასდება!

აღნიშნულ ვაკანსიაზე განაცხადის (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს "ვოლტა"-მ განახორციელოს თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემების (მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების) დამუშავება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით.

ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე