|
დასახელება:
გაყიდვების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ვოლტა გრუპი
|
|
გამოქვეყნდა: 29 აპრილი
/ ბოლო ვადა: 29 მაისი
|
"ვოლტა" წარმოადგენს უმსხვილეს ონლაინ მოლს, რომელიც 2020 წლიდან წარმატებით საქმიანობს საქართველოში.
კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ელექტრონული კომერციის უნიკალურ სერვისს, კერძოდ პროდუქციის შეძენას შიდა ონლაინ განვადებით, ყოველგვარი საბანკო, ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე.
ჩვენ ვეძებთ გაყიდვების მენეჯერს, რომელიც იმუშავებს დინამიკურ და მეგობრულ გარემოში, სადაც მნიშვნელობა ენიჭება შენს აზრს, პროფესიულ განვითარებას და კარიერულ წინსვლას.
ძირითადი პასუხისმგებლობები:
** მომხმარებლის მიერ განვადების პროდუქტის მისაღებად წინასწარი შენატანის უზრუნველყოფა და პროცესზე მიდევნება
** მომხმარებლის შიდა განვადების ხელშეკრულების ელექტრონული ხელმოწერის პროცესის წარმართვა და დასრულება
** ლოჯისტიკის დეპარტამენტთან გაყიდული პროდუქციის შესახებ ინფორმაციის სრულყოფილად და ზედმიწევნით სწორად გადაცემის უზრუნველყოფა
** საჭიროებისამებრ მომხმარებლებთან სატელეფონო კომუნიკაცია და კონსულტირება
ვაკანსიის სავალდებულო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება
** აუცილებელია გაყიდვების მიმართულებით სამუშაო გამოცდილება
** აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა (Microsoft Office)
** სასურველია კლიენტთა მომსახურების პრინციპებისა და სტანდარტების ცოდნა
პიროვნული მახასიათებლები:
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა
პირობები:
** ადგილმდებარეობა: თბილისი, ილ. ჭავჭავაძის გამზ. 49/49ბ
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე (მათ შორის შაბათ-კვირა)
** დასვენება: კვირის განმავლობაში ნებისმიერი 2 დღე
** სამუშაო საათები: დინამიური გრაფიკი - 10:00-18:00 ან 14:00-22:00
** ანაზღაურება: 700 ლარი + ბონუსი. ყოველთვიური საშუალო ანაზღაურება 1500 ლარი
გამოაგზავნე რეზიუმე მეილზე: hr@volta.ge და შემოუერთდი ჩვენს პროფესიონალ გუნდს, სადაც შენი ცოდნა და ენერგია ნამდვილად დაფასდება!
აღნიშნულ ვაკანსიაზე განაცხადის (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს "ვოლტა"-მ განახორციელოს თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემების (მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების) დამუშავება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით.
ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
|
|
|
|