|
დასახელება:
შრომის უსაფრთხოების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ართვინ ჯორჯია
|
|
გამოქვეყნდა: 29 აპრილი
/ ბოლო ვადა: 29 მაისი
|
"ართვინ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას შრომის უსაფრთხოების მენეჯერის პოზიციაზე მესტიაში.
ძირითადი მოვალეობები:
** თანამშრომლების და კონტრაქტორი პირების შრომის უსაფრთხოებაზე ზრუნვა, უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა და მათთვის შესაბამისი ქცევის სტანდარტების დადგენა;
** შრომის უსაფრთხოების რისკების თავიდან აცილების გეგმის შემუშავება;
** თანამშრომლების ჯანმრთელობაზე ზრუნვა და პირველადი დახმარების აღმოჩენა;
** საწარმოო პროცესის უსაფრთხოება;
** კომპანიის სამშენებლო და საწარმო ობიექტებში საერთაშორისო სტანდარტების და არსებული კანონმდებლობის შესაბამისად შრომის უსაფრთხოების პირობების დანერგვა;
აუცილებელი მოთხოვნებია:
** უმაღლესი განათლება (ან პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული კვალიფიკაცია), რომელიც უკავშირდება სამუშაო სივრცეში შრომის უსაფრთხოების დაცვას;
** სახელმწიფოს მიერ აღიარებული შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება - აუცილებელია სამშენებლო სფეროში.
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel)
სასურველი უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობიანი;
** დისციპლინირებული;
** მოწესრიგებული;
** პუნქტუალური.
სამუშაო ობიექტები მდებარეობს მესტიაში.
სამუშაო განრიგი: სრული
ხელფასი: გამოცდილების შესაბამისად
ბენეფიტები: კვებით უზრუნველყოფა და ჯანმრთელობის დაზღვევა
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ.მისამართზე info@artwin.ge. აუცილებლად მიუთითეთ სათაურის (Subject) ველში პოზიციის დასახელება.
|
|
|
|