Робота для біженців з України
გაყიდვების გუნდის ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების გუნდის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: რემარტინ
გამოქვეყნდა: 29 აპრილი / ბოლო ვადა: 29 მაისი
"რემარტინ" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების გუნდის ხელმძღვანელის თანამდებობაზე.

ვეძებთ გამოცდილ და პასუხისმგებლობიან პროფესიონალს, რომელიც შეძლებს მაღაზიის ეფექტურად მართვას და მაღალი სტანდარტის ოპერაციების უზრუნველყოფას.

ძირითადი მოთხოვნები:

** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება მენეჯერულ პოზიციაზე (სასურველია კოსმეტიკის ან რითეილ სფეროში)
** კოსმეტიკის პროდუქტებისა და ბაზრის კარგი ცოდნა
** გუნდის მართვის, გადანაწილებისა და განვითარების უნარი
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და ორგანიზებულობა
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** ძლიერი კომუნიკაციის უნარები

ძირითადი მოვალეობები:

** მაღაზიის ყოველდღიური ოპერაციების მართვა
** სამუშაო პროცესების დაგეგმვა და ოპტიმიზაცია
** გუნდის კოორდინაცია, ტრენინგი და კონტროლი
** მომსახურების სტანდარტების დაცვა და გაუმჯობესება
** ვიზუალური სტანდარტების (მერჩენდაიზინგის) უზრუნველყოფა
** მარაგების მართვა და კონტროლი
** ადმინისტრაციული პროცესების მართვა და ანგარიშგება

დამატებითი მოთხოვნები:

** პრობლემების ანალიზისა და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** დისციპლინა და პროცესების დაცვა
** ტექნოლოგიებთან და POS სისტემებთან მუშაობის უნარი

ენები:

** ქართული - სავალდებულო
** ინგლისური - სავალდებულო
** რუსული - სასურველი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ რეზიუმე მეილზე: m.kheladze@mavienne.fr
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე