|
დასახელება:
პროდუქტის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
სენა ავტო ჯგუფი
|
|
გამოქვეყნდა: 29 აპრილი
/ ბოლო ვადა: 29 მაისი
|
სენა ავტო ჯგუფი ავხადებს ვაკანსიას პროდუქტის მენეჯერის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიის პორტფელში არსებული პროდუქტების დეტალური შესწავლა, ანალიზი და -განვითარების/გაუმჯობესების შესაძლებლობების იდენტიფიცირება;
** პროდუქტების ტექნიკური, კომერციული და ვიზუალური ინფორმაციის მომზადება (სპეციფიკაციები, აღწერები, ცხრილები, პრეზენტაციები);
** გაყიდვების გუნდთან აქტიური თანამშრომლობა - პროდუქტის ტრენინგების ჩატარება, პრეზენტაციების მომზადება და მხარდაჭერა;
** მარკეტინგის გუნდთან კოორდინაცია პროდუქტის კომუნიკაციასა და ბაზარზე პოზიციონირების საკითხებში;
** კლიენტებისა და გაყიდვების გუნდის უკუკავშირის შეგროვება და პროდუქტის გაუმჯობესების პროცესში გამოყენება;
** პროდუქტებთან დაკავშირებული შიდა პროცესების კოორდინაცია;
** ბაზრის ტენდენციებისა და კონკურენტული პროდუქტების მონიტორინგი და ანალიზი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია ავტო, ინჟინერიის ან ბიზნესის მიმართულებით);
** ავტო მიმართულების ცოდნა ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად;
** სასურველია პროდუქტის მართვის ან ტექნიკური მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** ანალიტიკური აზროვნება და ორგანიზების უნარი;
** კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარები;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel, Power Point).
** ენები - ქართული, ინგლისური, რუსული
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
** თავაზიანი მომსახურების უნარი;
** სწრაფად ათვისების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** სხარტი აზროვნება;
** დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირებისა და მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: offoce@senamotors.com.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|