Print | Close
https://www.jobs.ge//ge/ads/?id=717687&print=yes&view=jobs
 
საწყობის თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის თანამშრომელი
მომწოდებელი: ევროპანელ გრუპი
გამოქვეყნდა: 29 აპრილი / ბოლო ვადა: 29 მაისი
კომპანია "ევროპანელ გრუპი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.

მისამართი: ქ. თბილისი, ქიზიყის ქუჩა #22
სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00.
ანაზღაურება: 1000 ლარი (ხელზე ასაღები).

ძირითადი მოვალეობები:

** საწყობში შემოსული პროდუქციის აღრიცხვა და დასაწყობება;
** პროდუქციის მითვლა, გაცემა, ზედნადების შედარება;
** წუნდებული პროდუქციის აღრიცხვა;
** მაღაზიის სასაქონლო მარაგების პერიოდული აღწერა;
** ნაშთების კონტროლი;
** საწყობში მიმდინარე სხვადასხვა პროცესებში ჩართულობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია);

საჭირო უნარ-ჩვევები:

** აქტიურ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კეთილსინდისიერება;
** პუნქტუალურობა;
** შრომისმოყვარე;
** ენერგიული;
** ფიზიკური უნარები;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელ. მისამართზე: hr@europanels.ge.

სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე/CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია