|
დასახელება:
სტრატეგ კონტენტ-კრეატორი
|
| მომწოდებელი:
Blue Waters
|
|
გამოქვეყნდა: 29 აპრილი
/ ბოლო ვადა: 29 მაისი
|
"ბლუ უოთერსის" გუნდი ეძებს ახალ წევრს - სტრატეგ კონტენტ-კრეატორს!
Blue Waters მუშაობს ჩამდინარე/საკანალიზაციო წყლების ლოკალური გამწმენდი დანადგარების მონტაჟისა და მომსახურების სფეროში. ჩამდინარე წყლების ბიოლოგიური გამწმენდი არის ცენტრალური კანალიზაციის ეკოლოგიურად გამართლებული ალტერნატივა. ბიო-გამწმენდში ჩასული დაბინძურებული წყალი დანადგარის დახმარებით სუფთავდება ქიმიური და ორგანული ნარჩენებისგან, რაც კომფორტსა და ეკოლოგიაზე ზრუნვისთვის თანაბრად მნიშვნელოვანია.
ბლუ უოთერსი ბაზარზე წარმოდგენილია ასევე წყლის ფილტრაციის სისტემებით. ვყიდით და ვამონტაჟებთ როგორც საყოფაცხოვრებო, ასევე ინდუსტრიული ტიპის წყლის ფილტრაციის სისტემებს.
კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://bluewaters.ge
იქიდან გამომდინარე, რომ მოთხოვნა ჩვენს პროდუქტებზე მუდმივად მზარდია, "ბლუ უოთერსის" გუნდს ესაჭიროება ახალი წევრი.
რას გთავაზობთ ჩვენ:
** ანაზღაურება: ფიქსირებული 1500 ლარი
** საშუალოდ დაგენერირებული ბონუსი 1000-1500 ლარი (KPI-ის შესაბამისად განსაზღვრული)
** სამუშაო განაკვეთი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00-დან 19:00-მდე. პოზიცია განიხილება დისტანციურ რეჟიმში
** ანაზღაურებადი შვებულება 24 სამუშაო დღე
** კორპორაციული ნომერი და უფასო სასაუბრო დრო
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** საინტერესო პროექტებზე მუშაობა
** მეგობრული და ჯანსაღი სამუშაო გარემო
რას ვითხოვთ შენგან?
** კრეატიული და პერფორმანსზე ორიენტირებული სცენარების შექმნა (AI ინსტრუმენტების გამოყენებით ან ადამიანური რესურსით), მაგ: Claude-ის დახმარებით სხვადასხვა ფორმატისა და სირთულის სცენარების შექმნა
** სტატიკური კონტენტის შექმნა საიმიჯო და პერფორმანსის ნაწილში პლატფორმებისთვის (Meta; LinkedIn; Web) - რეკლამის მენეჯერებთან ერთად მუდმივი მსჯელობა და ბრეინშტორმინგი, შესრულებული სამუშაოს გაზომვა
** მოკლე ფორმატის ვიდეო კონტენტის შექმნა (სასურველია, დაპრიორიტეტდება) TikTok-ის, Reels-ის და YouTube Shorts-ისთვის ტრენდული Hook-driven ვიდეოების მომზადება
** გრძელი ფორმატის (Long-form) ვიდეოებისთვის სცენარებისა და სკრიპტის მომზადება, გადაღების პროცესში ჩართულობა - YouTube პლატფორმისა და ვებ-გვერდისთვის საჭირო მასალების დამუშავება
** მარკეტინგის დეპარტამენტში აქტიური პოზიციონირება - მაგ: ქომუნითი მენეჯერებთან ერთად თითოეული პლატფორმისთვის სპეციალური საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავება
** სტრატეგიული დოკუმენტების შექმნასა და მომზადებაში ჩართულობა (ქოფირაითინგისა და კონტენტის ჭრილში)
აუცილებელია:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** AI ხელსაწყოების ცოდნა: Claude, ChatGPT, Midjourney — ან მზაობა სწავლისადმი
** Hook-ებისა და storytelling-ის ინსტინქტი (განსხვავებული მიდგომა B2B vs B2C)
** პორტფოლიო — აუცილებელია
გასაუბრებაზე მოსახვედრად აუცილებელია მარტივი განაცხადის/აპლიკაციის შევსება. არ გადადო, გადადი ბმულზე ახლავე: https://hr.bluewaters.ge/creator/
აპლიკაციის შევსებით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. შესაძლებელია, დამსაქმებელმა თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.
|
|
|
|