|
დასახელება:
იმპორტის სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
როიალ თრეიდინგ გრუფ
|
|
გამოქვეყნდა: 29 აპრილი
/ ბოლო ვადა: 29 მაისი
|
"როიალ თრეიდინგ გრუფ"-ი კერამიკული ფილების იმპორტიორი კომპანია საქართველოში, ეძებს გუნდის ახალ წევრს - იმპორტის სპეციალისტს.
სრული განაკვეთი: ორშაბათი - პარასკევი, 09:00 - 18:00 საათი
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, დიდი დიღომი, ჯორჯ ბალანჩინის 38
ანაზღაურება: ფიქსირებული 3000 ლარი + ბონუსი
ძირითადი მოვალეობები:
** საერთაშორისო ბაზრის კვლევა და ყველა საჭირო კომუნიკაციის წარმართვა პარტნიორებთან (კომუნიკაცია ინგლისურ ენაზე)
** ფასების დამუშავება და ოპტიმალური შეთავაზების მომზადება;
** სრული ლოგისტიკური პროცესის დაგეგმვა და კოორდინაცია, ტვირთის ქართულ საწყობში მიტანამდე;
** ვადებისა და პროცესების მუდმივი მონიტორინგი;
** მომწოდებლებთან ფინანსური ანგარიშსწორების პროცესის კონტროლი;
** შეკვეთის სტატუსის შესახებ ინფორმაციის მიწოდება ხელმძღვანელთან, ინვოისების მომზადება და გადახდების მონიტორინგი;
** საბაჟო ოპერაციებისთვის აუცილებელი დოკუმენტაციის მომზადება და საჭიროების შემთხვევაში საბაჟო პროცედურებში მონაწილეობა;
** არსებულ მომწოდებლებთან ურთიერთობის მართვა და ახალი პარტნიორების მოძიება;
** სატრანსპორტო კომპანიების მოძიება და მათთან კომუნიკაცია;
** ხელმძღვანელისთვის უკუკავშირის მიწოდება და რეპორტინგი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
** ჩინეთის ბაზართან შემხებლობა
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (აუცილებელია);
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
თუ გსურთ, შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს დაგვიკავშირდით: 551 62 33 77 ან გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: hr@royalhouse.ge.
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "იმპორტის სპეციალისტი".
|
|
|
|