|
დასახელება:
იურისტის თანაშემწე
|
| მომწოდებელი:
Lion Trans
|
|
გამოქვეყნდა: 27 აპრილი
/ ბოლო ვადა: 27 მაისი
|
კომპანია "ლაიონ ტრანს"-ი აცხადებს ვაკანსიას იურისტის თანაშემწის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, ბელიაშვილის ქუჩა
ძირითადი მოვალეობები:
** ჰოლდინგში შემავალი კომპანიების სამართლებრივი მხარდაჭერა;
** ხელშეკრულებების მომზადება, განხილვა და რისკების იდენტიფიცირება;
** უცხოენოვან დოკუმენტებზე მუშაობა და სამართლებრივი შეფასებების მომზადება;
** წარმომადგენლობა სასამართლოში და ადმინისტრაციულ ორგანოებში, დავების წარმოება და მონიტორინგი, სამართლებრივი შინაარსის დოკუმენტების მომზადება და ანალიზი;
** მოქმედი კანონმდებლობის მონიტორინგი და ცვლილებების ინტეგრირება სამუშაო პროცესში;
** დოკუმენტაციის შესაბამისობის უზრუნველყოფა საქართველოს და საერთაშორისო კანონმდებლობასთან;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი იურიდიული განათლება;
** სასამართლოში საქმის წარმოების გამოცდილება;
** უცხოენოვან ხელშეკრულებებზე მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** რუსული ენის ცოდნა (არასავალდებულო, ჩაითვლება უპირატესობად);
** ადვოკატთა ასოციაციის წევრობა - საერთო ან სამოქალაქო სპეციალიზაციით (არასავალდებულო, ჩაითვლება უპირატესობად);
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** კრეატიული და ინოვაციური აზროვნების უნარი;
** დროის ეფექტურად მართვისა და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი;
** დამოუკიდებლად და გუნდში მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და ორგანიზებულობა;
** მოლაპარაკებების ეფექტურად წარმართვის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: akankia@liontrans.com. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|