|
დასახელება:
მომწოდებლების მოძიების სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
აითრეიდი
|
|
გამოქვეყნდა: 27 აპრილი
/ ბოლო ვადა: 27 მაისი
|
"iTrade.ge" წარმოადგენს შესყიდვების ონლაინ სისტემას, რომელიც შემსყიდველ და მიმწოდებელ კომპანიებს ერთმანეთს აკავშირებს. ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ კომპანიებს შორის ჯანსაღი თანამშრომლობის ჩამოყალიბებას და ბიზნეს ეკოსისტემის განვითარებას.
ვაკანსია: მომწოდებლების მოძიების სპეციალისტი
ლოკაცია: დისტანციური
დასაქმების ტიპი: ნახევარი განაკვეთი (შეთანხმებით)
ჩვენი გუნდი იზრდება და სწორედ ახლა გვაქვს შანსი შემოგვიერთდე!
ძირითადი მოვალეობები:
** iTrade.ge-ზე გამოცხადებული ტენდერების ანალიზი
** თითოეული ტენდერისთვის შესაბამისი მომწოდებლების/პოტენციური პრეტენდენტების მოძიება
** მომწოდებლების ბაზის (database) შექმნა და განახლება
** დასრულებული ტენდერის შემდეგ მიღებული შედეგების რეპორტინგი
KPI/შედეგების ინდიკატორები:
თითო ტენდერზე მოძიებული უნდა იყოს მინიმუმ 50 პოტენციური მომწოდებელი (გამონაკლისი შემთხვევების გარდა, როდესაც ხდება სპეციფიური საქონლის ან მომსახურების შესყიდვა).
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება - სასურველია ბიზნესის, ფინანსების ან მარკეტინგის მიმართულებით
** გამოცდილება ბაზრის კვლევის, შესყიდვების ან გაყიდვების მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად
** ინფორმაციის სწრაფი მოძიებისა და დამუშავების უნარი
** MS Office-ის (განსაკუთრებით Excel-ის) ცოდნა
რას გთავაზობთ:
** შესაძლებლობას იმუშაოთ სწრაფად მზარდ B2B პლატფორმაზე
** პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ ზრდას
** შედეგზე მიბმულ, მზარდ ანაზღაურებას
** მეგობრულ და დინამიურ სამუშაო გარემოს, სადაც თქვენ გაქვთ რეალური გავლენა კომპანიის განვითარებაზე
** შესაძლებლობას გახდეთ გუნდის ნაწილი, რომელიც ახორციელებს მნიშვნელოვან ცვლილებებს ქართულ ბიზნეს ეკოსისტემაში
განაცხადის გაგზავნა:
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV ელ.ფოსტაზე: info@itrade.ge.
სათაურში მიუთითეთ: "მომწოდებლების მოძიებისა და ბაზრის კვლევის სპეციალისტი".
|
|
|
|