Робота для біженців з України
საკონდიტროს შეფ დე პარდი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საკონდიტროს შეფ დე პარდი
მომწოდებელი: იაკობის ეზო
გამოქვეყნდა: 25 აპრილი / ბოლო ვადა: 25 მაისი
რესტორანი "იაკობის ეზო" აცხადებს ვაკანსიას საკონდიტროს შეფ დე პარდის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

კერძების მომზადება:

** ამზადებს კერძებს რესტორნის დამტკიცებული რეცეპტურების მიხედვით.
** უზრუნველყოფს კერძების სტაბილურ ხარისხს და სტანდარტულ პრეზენტაციას.
** აკონტროლებს კერძების მომზადების ტექნოლოგიურ პროცესს.
** უზრუნველყოფს შეკვეთების დროულ შესრულებას.

სექციის მართვა:

** მართავს მის პასუხისმგებლობაში არსებულ სექციას (station).
** ანაწილებს დავალებებს დამხმარე მზარეულებსა და კომის მზარეულებზე.
** აკონტროლებს სამუშაო პროცესის ორგანიზებას სექციაში.
** უზრუნველყოფს სექციის უწყვეტ და ეფექტურ მუშაობას პიკის საათებში.

პროდუქტის კონტროლი:

** აკონტროლებს პროდუქციის ხარისხს, ვარგისიანობას და შენახვის პირობებს.
** უზრუნველყოფს პროდუქტის სწორ შენახვას (FIFO პრინციპის დაცვით).
** აკონტროლებს პროდუქციის ხარჯვას და მინიმიზაციას უწევს დანაკარგებს.
** დროულად ატყობინებს ხელმძღვანელობას პროდუქციის დეფიციტის შესახებ.

ჰიგიენისა და უსაფრთხოების დაცვა:

** იცავს სურსათის უსაფრთხოების სტანდარტებს.
** იცავს სანიტარულ და ჰიგიენურ ნორმებს.
** უზრუნველყოფს სამუშაო სივრცის სისუფთავეს.
** იყენებს სამზარეულოს ინვენტარს უსაფრთხოების წესების დაცვით.

გუნდთან თანამშრომლობა:

** თანამშრომლობს სხვა სექციებთან ეფექტური მომსახურების უზრუნველსაყოფად.
** ეხმარება ახალ თანამშრომლებს ადაპტაციასა და სწავლაში.
** უზრუნველყოფს გუნდურ მუშაობას და ეფექტურ კომუნიკაციას სამზარეულოში.

ინვენტარის მართვა:

** პასუხისმგებელია მის სექციაში არსებული ინვენტარის მოვლასა და სწორ გამოყენებაზე.
** ატყობინებს ხელმძღვანელობას დაზიანებული ან დაკარგული ინვენტარის შესახებ.

აუცილებელი კვალიფიკაცია:

** პროფესიული განათლება კულინარიაში (სასურველია).
** მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება სამზარეულოში.
** კონკრეტული სექციის მუშაობის გამოცდილება.
** სურსათის უსაფრთხოების სტანდარტების ცოდნა.
** გუნდში მუშაობის უნარი.
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@artizanhotels.com ან დაგვიკავშირდით: 599137727

გთხოვთ მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე