|
დასახელება:
რეკრუტერი
|
| მომწოდებელი:
არქი
|
|
გამოქვეყნდა: 24 აპრილი
/ ბოლო ვადა: 15 მაისი
|
კომპანია "არქი", წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 50-მდე პროექტი და ამჟამად გვაქვს 20-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.
"არქი"-ში ვეძებთ რეკრუტერს და მისი ძირითადი ფუნქციები იქნება:
** კომპანიაში, საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და კორპორაციული ღირებულებების შესაბამისი თანამშრომლების შერჩევა დროულად და ეფექტიანად;
** თანამშრომელთა შერჩევის სრული ციკლის მართვა და უზრუნველყოფა:
‒ ვაკანსიების იდენტიფიცირება;
‒ ვაკანსიის განაცხადის მომზადება, დამკვეთთან შეთანხმება და განთავსება;
‒ როგორც შემოსული აპლიკაციებით, ასევე სხვა არხებით, რელევანტური აპლიკანტების მოძიება/შერჩევა;
‒ გასაუბრებისათვის, პოზიციის შესაბამისი შეფასების კრიტერიუმების მომზადება;
‒ გასაუბრებების და ტესტირების ორგანიზება;
‒ უკუკავშირის უზრუნველყოფა ნებისმიერი აპლიკანტისათვის;
‒ შერჩეული კანდიდატებისათვის შეთავაზების დოკუმენტის მომზადება;
‒ პირადი საქმისათვის დოკუმენტაციის უზრუნველყოფა;
‒ აპლიკანტების ბაზების უზრუნველყოფა და პერიოდული რეპორტინგი.
** ახალი თანამშრომლის სოციალიზაცია-ადაპტაციის პროცესის მართვაში ჩართულობა;
** ძირითად საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება შერჩევის მიმართულებით;
** ძალიან გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაცია;
** ინგლისური ენის ცოდნა;
თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2026 წლის 15 მაისის ჩათვლით: https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
|
|
|
|