Print | Close
https://www.jobs.ge//ge/ads/?id=716371&print=yes&view=jobs
 
მიმტანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიმტანი
მომწოდებელი: ელენესთან
გამოქვეყნდა: 23 აპრილი / ბოლო ვადა: 23 მაისი
ქართული საოჯახო ტიპის რესტორანი "ელენესთან" 2026 წლის იანვარში გაიხსნა და მომხმარებელს უნიკალურ გასტრონომიულ გამოცდილებას სთავაზობს საავტორო კერძებითა და ქართული კულინარიის გემრიელი ელემენტებით მოდერნიზებულ სტილში. ობიექტი მცირე ზომისაა, სულ 5 მაგიდით წარმოდგენილი. რესტორნის შემქმნელი და შეფ-მზარეული მოყვარული მზარეული ელენეა. ამჟამად ობიექტი ეძებს მიმტანს სამუშაოდ.

ძირითადი მოთხოვნები:

** სტუმრების დახვედრა
** სერვისის სტანდარტების მიხედვით მაგიდის მომსახურება
** მენიუს სრულფასოვნად ცოდნა
** სალაროს კონტროლი, შეკვეთის დაფიქსირება, ჩეკის გამოწერა/დახურვა და თანხის მიღება

საჭირო უნარები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა

ჩვენ გთავაზობთ:

** კვებით უზრუნველყოფას.
** მყუდრო და სასიამოვნო გარემოს
** ღამის საათებში, როდესაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არაა ხელმისაწვდომი, ტაქსით უზრუნველყოფას
** ანაზღაურება: 850 ლარი + ჩაი
** ლოკაცია თბილისში: გიგა ლორთქიფანიძის 7, სოლოლაკი
** 10 საათიანი გრაფიკი 1-დან 11-მდე, კვირაში ოთხი დღე (შაბათ-კვირის ჩათვლით, დანარჩენი 2 დღე შეთანხმებით)

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:elenestan.restaurant@gmail.com. სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

ან დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე 599507775

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია