|
დასახელება:
სოციალური მედია მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
Provider.ge
|
|
გამოქვეყნდა: 23 აპრილი
/ ბოლო ვადა: 23 მაისი
|
ვეძებთ:
სოც. მედია მენეჯერს, რომელიც შეძლებს როგორც საცალო მომხმარებლების, ისე კომპანიების (B2B) მოზიდვას სოციალური ქსელების მეშვეობით.
მიმართულება: საკანცელარიო და დასუფთავების საშუალებების გაყიდვა (საცალო + ობიექტების მომარაგება)
ლოკაცია: ბათუმი და თბილისი
ძირითადი მოვალეობები:
** Facebook / Instagram / TikTok გვერდების მართვა
** პროდუქციის (საკანცელარიო, ჰიგიენური, დასუფთავების საშუალებები) ეფექტური წარმოჩენა
** აქციების, ფასდაკლებებისა და სპეციალური შეთავაზებების დაგეგმვა
** კონტენტ-სტრატეგიის დაგეგმვა და განხორციელება — პოსტების, რილსებისა და სტორიების შექმნა, რომელიც ზრდის ბრენდის ცნობადობას, ჩართულობას და გაყიდვებს
** რეკლამების გაშვება (Meta Ads) — როგორც საცალო, ისე კორპორატიული კლიენტებისთვის
** შემომავალი შეტყობინებების მართვა და კლიენტებთან კომუნიკაცია
** გაყიდვების გაზრდაზე ორიენტირებული კამპანიების შექმნა
** შედეგების ანალიზი და ოპტიმიზაცია
მოთხოვნები:
** გამოცდილება სოც. მედია მარკეტინგში (სასურველია გაყიდვებთან დაკავშირებული სფერო)
** Facebook Ads / Instagram Ads-ის პრაქტიკული ცოდნა
** კრეატიული და გაყიდვებზე ორიენტირებული აზროვნება
** ტექსტების წერის უნარი (ქართული სწორად და მიმზიდველად)
** Canva ან სხვა დიზაინის ინსტრუმენტების ცოდნა
** პასუხისმგებლობა და თვითორგანიზება
პლიუსად ჩაითვლება:
** B2B მარკეტინგის გამოცდილება
** პროდუქციის კატალოგებთან ან ონლაინ გაყიდვებთან მუშაობის გამოცდილება
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ და მზარდ კომპანიაში მუშაობას
** ფიქსირებულ ხელფასს + ბონუსს გაყიდვებიდან (შესაძლებელია)
** განვითარების შესაძლებლობას
** მეგობრულ და შედეგზე ორიენტირებულ გარემოს
დაინტერესების შემთხვევაში:
გამოგვიგზავნეთ CV და პორტფოლიო (სოც. მედია გვერდები/ნამუშევრები): hr@provider.ge
|
|
|
|