Print | Close
https://www.jobs.ge//ge/ads/?id=716234&print=yes&view=jobs
 
ქსელის მართვისა და მონიტორინგის ჯგუფის ქსელის ინჟინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქსელის მართვისა და მონიტორინგის ჯგუფის ქსელის ინჟინერი
მომწოდებელი: მაგთიკომი
გამოქვეყნდა: 23 აპრილი / ბოლო ვადა: 23 მაისი
"მაგთიკომი" აცხადებს ვაკანსიას ქსელის მართვისა და მონიტორინგის ჯგუფის ქსელის ინჟინრის თანამდებობაზე.

სამუშაოს ზოგადი აღწერილობა:

** ქსელის სხვადასხვა კომპონენტის პროაქტიული მონიტორინგი და სტატისტიკის წარმოება;
** პრობლემის დიაგნოსტირება და შესაძლებლობის შემთხვევაში მისი აღმოფხვრა ან ესკალირება;
** ქსელური მოწყობილობების კონფიგურაცია და ინსტალაცია

მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** უმაღლესი განათლება;
** ენების ცოდნა: ქართული - თავისუფლად; რუსული და ინგლისური ენის ცოდნა ტექნიკის თანმდევი დოკუმენტაციის წაკითხვის დონეზე (სავალდებულო);
** ქსელების საფუძვლიანი ცოდნა (TCP/IP, LAN);
** ქსელური ტექნოლოგიების Swiching-ის, Routing-ის, MPLS-ის ცოდნა;
** Cisco CCNP ან ანალოგიური სერტიფიკაციის დონის შესაბამისი ცოდნა (სასურველია ROUTE და SWITCH-ის ჩაბარებული ტესტები);
** IOS XR, NX-OS, JUNOS ქსელურ ოპერაციულ სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
** ქსელური აპარატურის მონიტორინგის სისტემებთან მუშაობის ცოდნა/გამოცდილება;
** რეგულარული ტექნიკური სამუშაოების შესრულება;
** დაკვირვებულობა და ორგანიზებულობა;
** რამდენიმე ამოცანაზე პარალელურად მუშაობის უნარი;
** დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება;

მონაცემები (CV) გამოაგზავნეთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე vakansia@magticom.ge. გთხოვთ, Subject-ში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - ქსელის ინჟინერი. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განცხადება არ განიხილება.

vakansia@magticom.ge-ზე თქვენი მონაცემების (CV) გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება შპს "მაგთიკომის" მიერ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
გამოგზავნილი მონაცემები (CV) შეინახება 1 (ერთი) წლის ვადით.

ასევე გაცნობებთ, რომ თქვენ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებული მონაცემების თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ ელ-ფოსტის მისამართზე - vakansia@magticom.ge. დამუშავებაზე უარის შემთხვევაში თქვენ მიერ წარმოდგენილი CV ვერ განიხილება.

შპს "მაგთიკომი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია