|
დასახელება:
ოპერატორი
|
| მომწოდებელი:
სტანდარტი +
|
|
გამოქვეყნდა: 22 აპრილი
/ ბოლო ვადა: 22 მაისი
|
კომპანია "სტანდარტი +" ლიდერი მინა სარკის იმპორტსა და წარმოებაში აცხადებს ვაკანსიას ოპერატორის პოზიციაზე.
თუ ხართ ენერგიული, მოტივირებული და გაქვთ მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა შემოუერთდით ჩვენს გუნდს.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიის პროდუქტის შესახებ მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა;
** მომხმარებელთა ოპერატიული, თავაზიანი და ეფექტური მომსახურება;
** შემოსულ შეტყობინებებზე (whatsapp-სა და viber-ში) და სატელეფონო ზარებზე პასუხი;
** შეკვეთების მიღება და კომპანიის პროგრამა bao-ში შეტანა.
მოთხოვნები:
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office);
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სტრესული სიტუაციების გამკლავების უნარი;
** პუნქტუალურობა.
** Autocad პროგრამის ცოდნა/კომპანია უზრუნველყოფს სწავლებას.
ჩვენ გთავაზობთ:
** დამატებით წამახალისებელ ბენეფიტებს;
** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს.
სამუშაო პირობები:
** ანაზღაურებადი სტაჟირება (ხელზე ასაღები): 1000 ლარი;
** ხელფასი სტაჟირების შემდეგ (ხელზე ასაღები): 1500 ლარი;
** მისამართი: ქ. თბილისი, დიდუბე, თ. ერისთავის ქუჩა #1;
** სამუშაო საათები: ორშაბათი-შაბათი 10:00 სთ -18:00 სთ.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: inbox.standarti@gmail.com და გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას "Subject line" - ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (ოპერატორი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
|
|
|
|