Print | Close
https://www.jobs.ge//ge/ads/?id=716001&print=yes&view=jobs
 
ტენდერი შშმ ადაპტ. ლიფტისა და მისი სამონტაჟო სამუშ. შესყიდვა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტენდერი შშმ ადაპტ. ლიფტისა და მისი სამონტაჟო სამუშ. შესყიდვა
მომწოდებელი: ავერსის კლინიკა
გამოქვეყნდა: 22 აპრილი / ბოლო ვადა: 29 აპრილი
თანდართული ფაილი: 716001_Aversi_Clinic___tender_2967141.zip
"ავერსის კლინიკა" აცხადებს ტენდერს შშმ ადაპტირებული ლიფტისა და მისი სამონტაჟო სამუშაოების შესყიდვაზე

შპს "ავერსის კლინიკა" აცხადებს ტენდერს ქალაქ თბილისში, ყაზბეგის 16-ში მდებარე, ავერსის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის შენობისათვის შშმ ადაპტირებული ლიფტისა (გაჩერებების რაოდენობა -2, ტვირთამწეობა - მაქსიმალური გაბარიტების შესაბამისად) და მისი სამონტაჟო სამუშაოების შესყიდვაზე.

** პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული ლიფტისა და მისი სამონტაჟო განფასება და ვიზუალი, ლიფტის მწარმოებელი ფირმისა/ბრენდის, მოდელისა და ქვეყნის მითითებით (დანართი #1);
** ვიზუალიაზაცია მოცემულია დანართი #2;
** ნახაზი გაბარიტებით მოცემულია დანართი #3-ში
** აფიდავიტი მოცემულია დანართში #4;
** ტენდერის შედეგად გამოვლენილ გამარჯვებულ პირთან გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტი მოცემულია დანართში №5

სამონტაჟო სამუშაოს შესრულების პირობები:

** სამშენებლო მოედანზე დაცული უნდა იყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შრომის უსაფრთხოების ნორმები;
** მიმწოდებელი კომპანია პასუხისმგებელია გამოყენებული მასალის ხარისხზე;
** მიმწოდებელმა კომპანიამ ლიფტის მიწოდება და მონტაჟი სრულად უნდა უზრუნველყოს თავად (მონტაჟისათვის საჭირო მასალებისა და მანქანა-მექანიზმების ჩათვლით).

დაინტერესებულმა კანდიდატმა სატენდერო წინადადებაში უნდა მიუთითოს/ატვირთოს შემდეგი ინფორმაცია:

** დანართი #1, შევსებული შესასრულებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა აუცილებლად წარმოდგენილი უნდა იქნას, "ექსელის" ფორმატში;
** ღირებულების გადახდის პირობა;
** საგარანტიო პირობები, საგარანტიო ვადები;
** სამუშაოების შესრულების ვადა.

ტენდერში მონაწილეობისთვის დაინტერესებულმა კანდიდატებმა ელექტრონული სისტემის eTenders.ge-ს საშუალებით 2026 წლის 29 აპრილის, 15:00 სთ-მდე უნდა ატვირთონ შემდეგი საბუთები:

** დანართი #1, შევსებული შესასრულებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა (შედგენილი უნდა იყოს თანდართული ნახაზის შესაბამისად) ხარჯთაღრიცხვა აუცილებლად წარმოდგენილი უნდა იქნას, "ექსელის" ფორმატში;
** სამუშაოების შესრულების ვადა;
** პრეტენდენტის რეკვიზიტები: სრული დასახელება, მისამართი, ელფოსტა და საკონტაქტო ტელეფონი, პასუხისმგებელი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, საბანკო რეკვიზიტები;
** ბოლო 5 წლის განმავლობაში შესრულებული ანალოგიური სამუშაოს სია და მათგან არანაკლებ ორი დამკვეთი პირის რეკომენდაცია;

პრეტედენტს, დამკვეთის მოთხოვნით შესაძლებელია დამატებით მოეთხოვოს შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენა:

** ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ იურიდიული პირის ქონებაზე საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა რეგისტრირებული არ არის;
** ცნობა სასამართლოდან, რომ არ მიმდინარეობს მის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება; - საგადასახადოს სარეგისტრაციო კოდი და გადამხდელის სტატუსი - "დღგ"-ს გადამხდელი ან "შეღავათების მქონე გადამხდელი";
** ცნობა საგადასახადო სამსახურიდან დავალიანების არარსებობის შესახებ.
** საბანკო რეკვიზიტები (ბანკის მიერ გაცემული ბეჭდიანი ცნობის სახით)

წარმოდგენილი დოკუმენტაცია ხელმოწერილ უნდა იქნას პრეტენდენტის შესაბამისად უფლებამოსილი პირ (ებ)ის მიერ.

სატენდერო კომისიის მიერ სატენდერო წინადადებებისა და თანდართული დოკუმენტაციის შეფასების კრიტერიუმები არის შემდეგი:

** ხარისხი;
** ღირებულება;
** სამუშაოების შესრულების ვადა;
** ანგარიშსწორების პირობა

სატენდერო განცხადებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა შეიძლება გახდეს პრეტენდენტის ტენდერიდან დისკვალიფიკაციის საფუძველი.

შენიშვნა: ტენდერი ტარდება "1 კონვერტის პრინციპით", რომელიც არ ითვალისწინებს ვაჭრობის ეტაპს1. შესაბამისად, პრეტედენტ (ებ)ის მიერ სატენდერო განცხადებაში უნდა მიეთითოს მათ მიერ მოწოდებული საქონლის საბოლოო ღირებულება.

წინამდებარე ტენდერის საფუძველზე პრეტენდენტ (ებ)ის მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) განხილულ იქნება მხოლოდ წინამდებარე ტენდერის ფარგლებში.

ამასთან, წინამდებარე სატენდერო განცხადების საფუძველზე პრეტენდენტ (ებ)ის მიერ სატენდერო წინადადების (შესაბამისი დოკუმენტაციისა და მათ შორის პერსონალური მონაცემების) წარმოდგენა ადასტურებს პრეტენდენტ (ებ)ის თანხმობას აღნიშნული პერსონალური მონაცემების დამუშავების თაობაზე.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დაუკავშირდეთ საკონტაქტო პირს:

1. დავით ბოჭორიშვილი

"ავერსის კლინიკის" მშენებლობისა და რემონტის პროექტების კოორდინატორი
ტელ: 5 55 44 24 75
ელფოსტა: Davit.Bochorishvili@aversi.ge

2. ანი მამუჩიშვილი

"ავერსის კლინიკის" შესყიდვების სამსახურის უფროსი
ტელ: 5 77 21 77 99
ელფოსტა: ani.mamuchishvili@aversi.ge

1 (ერთი) კონვერტის პრინციპის ჩატარების წესებისათვის იხილეთ http://etenders.ge/Page/Instructions
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია