Print | Close
https://www.jobs.ge//ge/ads/?id=715998&print=yes&view=jobs
 
დღის ცვლის ოპერატორი, ღამის ცვლის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დღის ცვლის ოპერატორი, ღამის ცვლის ოპერატორი
მომწოდებელი: მედ 11
გამოქვეყნდა: 22 აპრილი / ბოლო ვადა: 22 მაისი
შპს სასწრაფო სამედიცინო დახმარება "მედ-11" აცხადებს ვაკანსიას ქოლცენტრის ოპერატორების პოზიციაზე:

1) დღის ოპერატორი

სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი (10:00-18:00)
სამუშაო დღეები: 5 სამუშაო დღე
ფორმატი: საოფისე (ადგილზე)
სამუშაო ლოკაცია: ქ. თბილისი; ლუარსაბ ანდრონიკაშვილის #3

2) ღამის ცვლის ოპერატორი

სამუშაო განრიგი: 16-საათიანი მორიგეობა
შაბათ-კვირას 24-საათიანი მორიგეობა
სამუშაო დღეები: 4 დღეში ერთხელ
ფორმატი: საოფისე (ადგილზე)
სამუშაო ლოკაცია: ქ. თბილისი; ლუარსაბ ანდრონიკაშვილის #3

მოვალეობები:

** მომხმარებელთა ზარებზე და შეტყობინებებზე პასუხის გაცემა მაღალი სერვისის სტანდარტით;
** სხვა დეპარტამენტებთან ეფექტური კომუნიკაცია ინფორმაციის გაცვლისა და პრობლემების სწრაფი გადაწყვეტისთვის;
** პაციენტთა რეგისტრაცია და შესაბამისი სამედიცინო ბრიგადების კოორდინაცია
** კომპანიის სერვისების შესახებ ინფორმაციის მიწოდება მომხმარებლებისთვის
** მონაცემთა ბაზაში ინფორმაციის ზუსტი აღრიცხვა
** მომხმარებელთა უკმაყოფილების ან პრობლემების ოპერატიული და პროფესიონალური მართვა;
** ინსტრუქციით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულება.

მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** უმაღლესი განათლება ან სტუდენტი (სამედიცინო მიმართულება ჩაითვლება უპირატესობად);
** სასურველია მომხმარებელთა მომსახურების ან ქოლცენტრში მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა; დამატებითი ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** კომპიუტერთან და ინტერნეტთან მუშაობის ზოგადი უნარები;
** ეფექტური კომუნიკაციის დამყარების უნარები; პრობლემური შემთხვევების მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი, გაწონასწორებულობა.

აპლიკაციის მიღების ბოლო ვადა 30 მაისი

გთხოვთ რეზიუმე მოგვაწოდოთ შემდგომ ელექტრონულ ფოსტაზე: ann.kacheishvili@gmail.com; mariam.grdzelidze@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია