Робота для біженців з України
გერმანულენოვანი მხარდაჭერის სპეციალისტი – Zalando, B2 დონე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გერმანულენოვანი მხარდაჭერის სპეციალისტი – Zalando, B2 დონე
მომწოდებელი: CMX Solutions
გამოქვეყნდა: 22 აპრილი / ბოლო ვადა: 22 მაისი
"CMX Solutions" LLC ეძებს გერმანულენოვან მხარდაჭერის სპეციალისტებს (B2 დონე) - Zalando-ს პროექტისთვის, რომელიც ევროპაში ერთ-ერთი წამყვანი ონლაინ პლატფორმაა მოდასა და ცხოვრების სტილზე ორიენტირებული პროდუქტების მიმართულებით.

მდებარეობა: თბილისი, თუმცა განიხილება აგრეთვე კანდიდატები, რომლებიც არ ცხოვრობენ თბილისში და სურთ დისტანციურად მუშაობა.
სამუშაო განაკვეთი: სრული, ან ნახევარი განაკვეთი
სამუშაო განრიგი: მოქნილი გრაფიკი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებელთა მომსახურება შემომავალი და გამავალი ზარის და ელექტრონული მიმოწერის საშუალებით;
** მომხმარებლის მოთხოვნის დადგენა, ინფორმაციის მოძიება და დაკვალიანება

მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** გერმანული ენა (B2 დონე) - მომხმარებლებთან კომუნიკაციისთვის;
** გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
** მომხმარებელზე ორიენტირებულობა და თავაზიანობა;
** მაღალი კომპიუტერული უნარ ჩვევები;
** სისხარტე, ოპერატიულობა;
** სიზუსტე, აკურატულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სამუშაო გამოცდილება არ მოითხოვება

ჩვენ გთავაზობთ:

** დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობას;
** სრულ, ან ნახევარ სამუშაო განაკვეთზე დასაქმებას;
** მორგებულ სამუშაო გრაფიკს;
** ფიქსირებულ ანაზღაურებას;
** ყოველთვიურ ბონუსს;
** რეკომენდაციის ბონუსს თითოეულ რეკომენდებულ კანდიდატზე;
** ანაზღაურებად ტრენინგ კურსს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** მეგობრულ და სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
** განვითარებისა და წინსვლის შესაძლებლობას.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, შეავსეთ თქვენი მონაცემები აღნიშნულ პლატფორმაზე

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე