Print | Close
https://www.jobs.ge//ge/ads/?id=715883&print=yes&view=jobs
 
HVAC ინჟინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: HVAC ინჟინერი
მომწოდებელი: სთათიკ ლინკ
გამოქვეყნდა: 21 აპრილი / ბოლო ვადა: 21 მაისი
"სთათიქ ლინკში" HVAC ინჟინრის ვაკანსია გვაქვს!

კომპანია "სთათიქ ლინკ" 2019 წლიდან ოპერირებს ქართულ და საერთაშორისო ბაზარზე საინჟინრო სისტემების პროექტირების, მონტაჟისა და შემდგომი სერვისების მიმართულებით.

ჩვენი ძირითადი სპეციალიზაციაა: HVAC (გათბობა-გაგრილება-ვენტილაცია); წყალმომარაგება-წყალარინება (Plumbing); სანიაღვრე, ხანძარქრობის, სახანძრო ვენტილაციის, ხანძრის დეტექციის სისტემები; ელექტრობა და სუსტი დენები; კომპიუტერული ქსელები, ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემები, შეღწევა-დაშვების საწინააღმდეგო სისტემები, ავტომატიზაცია.

კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციის სანახავად ეწვიეთ ბმულს: https://www.facebook.com/StaticLinkGeorgia/

რას გთავაზობთ:

** ანაზღაურება: 2500 ლარიდან (დამოკიდებულია გამოცდილებასა და გასაუბრების შედეგებზე).
** სამუშაო ადგილი: თბილისი, ძმები კარბელაშვილების ქ.1
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი; 10:00-18:00 (1 საათი შესვენება)

რა ბენეფიტებს მიიღებთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კორპორატიული ნომერი;
** Fitpass
** კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
** პროფესიულ ზრდაზე ორიენტირებული, პოზიტიური სამუშაო გარემო;
** სასწავლო და კარიერული განვითარების პროგრამები;

რისი გაკეთება მოგიწევთ:

** HVAC მიმართულებით გადაწყვეტილებების მოფიქრება და პროექტის მომზადება.
** მიღებული არქიტექტურული ნახაზის გარჩევა.
** პოტენციურ მომხმარებლებთან ურთიერთობისას პროდუქტის შეთავაზების მომზადებაში მონაწილეობის მიღება.
** გაყიდვების გუნდის მხარდაჭერა ტექნიკური მიმართულებით.
** HVAC სისტემების საპროექტო ნახაზის შედგენა, ტექნიკური მოწყობილობების შერჩევა, კომპონენტების სრული სიის მომზადება და პროექტის სავარაუდო ბიუჯეტის დადგენა.
** საჭიროების შემთხვევაში გადაწყვეტილების მოსამზადებლად ობიექტის შესწავლა ინჟინერ-ინსტალატორების გუნდთან ერთად.
** პროექტში ცვლილებების შეტანა და პროექტის მიმდინარეობის კონტროლი.
** HVAC სისტემებში გამოყენებული სხვადასხვა მწარმოებლების პროდუქციის მახასიათებლების და ფუნქციების შესწავლა და სიახლეების შესახებ ცოდნის მუდმივი განახლება.
** HVAC-ის ბაზრის შესწავლა და ანალიზი.
** ხელმძღვანელის ინფორმირება განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.
** კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.
** პროექტის გეგმის შემუშავება, კალენდარული გეგმა-გრაფიკის, ცოცხალი ძალის, მასალების და აღჭურვილობის მოთხოვნების განსაზღვრა.

რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეთ:

** უნდა გქონდეთ ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი საინჟინრო მიმართულებით.
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება
** AutoCAD-ის ცოდნა (Revit-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად)
** მონაცემთა დამუშავების და ვიზუალიზაციის პროგრამების ცოდნა

შერჩევის ეტაპები:

** რეზიუმეების გადარჩევა (გთხოვთ, გაითვალისწინოთ, დავუკავშირდებით მხოლოდ რეზიუმეს საფუძველზე შერჩეულ კანდიდატებს);
** გასაუბრება

თუ გსურთ, შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს, ვაკანტური თანამდებობა თქვენთვის საინტერესოა და, ამასთანავე, აკმაყოფილებთ მის დასაკავებლად განსაზღვრულ მოთხოვნებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე: info@staticlink.ge.

რეზიუმეს გაზიარებით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. შესაძლებელია, დამსაქმებელმა თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.

"STATIC LINK" მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატება!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია