|
დასახელება:
სოცმედია მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ნატურალი
|
|
გამოქვეყნდა: 21 აპრილი
/ ბოლო ვადა: 15 მაისი
|
მარკეტების ქსელი "ნატურალი" აცხადებს ვაკანსიას სოცმედია მენეჯერის პოზიციაზე ჰიბრიდული გრაფიკით.
მოვალეობები:
** სოციალური მედიის სტრატეგიის შემუშავება კომპანიის მიზნების მიხედვით.
** ყველა სოც. მედია საშუალებისათვის კონტენტის მოფიქრება, სარეკლამო კალენდრის დაგეგმვა და შესრულება.
** სოც მედია არხების განვითარებაზე ზრუნვა კომპანიისა და მისი პროდუქტების ცნობადობის გასაზრდელად.
** ყოველდღიური პოსტების შექმნა, დაგეგმვა და განთავსება პლატფორმებზე;
** კრეატიული კონტენტის შექმნა (ვიდეოები, ფოტოები, ტექსტები) მათი შესაბამისი რედაქტირება.
** სოციალური მედიის ანალიტიკა და მონაცემთა ანალიზი; კომპანიის ეფექტურობის მონიტორინგი და შედეგების რეპორტინგი.
** სოციალური მედიის ტენდენციებზე სწრაფი რეაგირება.
** კომპანიის იმიჯის განვითარება.
** ყოველდღიურ რეჟიმში პოსტებისა და კომენტარების ანალიზი, შესაბამისი რეპორტინგის წარმოება.
** პოსტებისათვის ვიზუალური მასალის შერჩევა, მომზადება.
** განსათავსებელი ტექსტების დამუშავება (ქოფირაითინგი)
** პოსტებზე შემოსულ კომენტარებსა და ესემესებზე პასუხების დაბრუნება.
მოთხოვნები:
** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება.
** გრაფიკული პროგრამების ფლობა (Photoshop, Illustrator, Premiere Pro);
** ქართულად გამართულად წერისა და მეტყველების უნარი.
სამუშაო პირობები:
გრაფიკი: ჰიბრიდული (ონლაინ და ადგილზე დაგეგმილი შესასრულებელი სამუშაოს მიხედვით)
ანაზღაურება: შეთანხმებით.
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ რეზიუმე განსახილველად შემდეგ მეილზე: hr@natural.com.ge არაუგვიანეს 2026 წლის 15 მაისისა.
შეგახსენებთ რომ კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს მხოლოდ ვაკანსიის საკონკურსო პირობების ფარგლებში და იგი კომპანიაში შეინახება ვაკანტურ პოზიციაზე თანამშრომლის შერჩევის დასრულებამდე.
|
|
|
|