Print | Close
https://www.jobs.ge//ge/ads/?id=715465&print=yes&view=jobs
 
ლითონის საღუნი დაზგის ოპერატორი - რუსთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ლითონის საღუნი დაზგის ოპერატორი
მომწოდებელი: ვი დი სი
გამოქვეყნდა: 20 აპრილი / ბოლო ვადა: 17 მაისი
ორგანიზაციის შესახებ:

კომპანია "ვიდისი" არის ენერგეტიკული მიმართულების სისტემ ინტეგრატორი. ჩვენი კომპანიის ძირითადი მიმართულებაა ენერგეტიკა, მასთან დაკავშირებული პროდუქტებისა და მომსახურეობების შეთავაზება დამკვეთებისათვის.

კომპანიის გუნდი დაკომპლექტებულია, მოტივირებული ადამიანებით.
კომპანია "ვიდისი" არის სწრაფად მზარდი, შედეგზე ორიენტირებული ადამიანების მიერ შექმნილი ბიზნესი, რომელიც მოწინავე პოზიციას იკავებს საკუთარ სეგმენტში და ავითარებს ენერგეტიკულ ბაზარს საქართველოში. ჩვენს ანგარიშზეა ქვეყანაში შესრულებული არაერთი ენერგეტიკული პროექტი, "ვიდისი"-ს კმაყოფილ კლიენტთა სიაშია უმსხვილესი სახელმწიფო თუ კერძო შემსყიდველები მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ვაკანსიის დასახელება: ლითონის საღუნი დაზგის ოპერატორი.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში ჩვენ გთავაზობთ:

** კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** მეგობრულ და პოზიტიურ გარემოს;
** პროფესიულ განვითარებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;

ფუნქციები:

** მეტალის საღუნი დანადგარის ოპერირება;
** ფოლადის ფურცლების დაჭრა;
** ტექნიკური ნახაზების და საპროექტო დოკუმენტაციის წაკითხვა და ინტერპრეტაცია;
** ლითონის ტიპისა და სისქის მიხედვით ოპტიმალური ღუნვის რეჟიმებისა და კუთხეების შერჩევა;
** წარმოებული პროდუქციის ხარისხის კონტროლი, ზომების სიზუსტის დაცვა, დეფექტების იდენტიფიცირება და აღმოფხვრა;
** აპარატის მოვლა-პატრონობა, მისი გამართულად შენარჩუნება, გაწმენდა და მცირე რემონტის ჩატარება;
** უსაფრთხოების რეგულაციებისა და სამრეწველო დისციპლინის დაცვა.

მოთხოვნები:

** ლითონის საღუნი დანადგარის ოპერატორად მუშაობის გამოცდილება;
** ნახაზების წაკითხვის უნარი;
** ლითონის დამუშავების საფუძვლებისა და მასალის თვისებების ცოდნა.

უნარები:

** პუნქტუალურობა;
** დისციპლინირებულობა.
** მოტივირებულობა და განვითარებაზე ორიენტირება;
** შედეგზე ორიენტაცია;
** სწრაფად ათვისებისა და ინიციატივების გამოხატვის უნარი;
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტაცია;
** დროის მართვის უნარი.

სამუშაო განაკვეთი: 09:00 - 18:00 (საჭიროების შემთხვევაში უქმე დღეებში მუშაობა ანაზღაურებით)
სამუშაო ადგილი: ქ. რუსთავი, მშენებელთა ქუჩა #62;
სამუშაო დღეები: ორშაბათი - პარასკევი

გთხოვთ, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე - info@vdc.ge გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება "ლითონის საღუნი დაზგის ოპერატორი".

რეზიუმეს გამოგზავნის ბოლო ვადა 17.05.2026 წ.

გაცნობებთ, რომ ჩვენ ვახორციელებთ კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ შესაძლოა დამუშავდეს სხვა ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 5 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ, მოგვმართოთ.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია