|
დასახელება:
ციფრული ოპერაციების კოორდინატორი
|
| მომწოდებელი:
OSHE Georgia
|
|
გამოქვეყნდა: 20 აპრილი
/ ბოლო ვადა: 20 მაისი
|
შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის ასოციაცია "OSHE Georgia" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე ციფრული ოპერაციების კოორდინატორი.
სამუშაო ადგილი: თბილისი
დასაქმების ტიპი: ჰიბრიდული
ძირითადი მოვალეობები:
** ორგანიზაციის ყოველდღიური ოპერაციული და ადმინისტრაციული პროცესების კოორდინაცია
** დოკუმენტაციის ელექტრონული მართვა და მონაცემების სისტემატიზაცია
** შიდა კომუნიკაციისა და ინფორმაციის ნაკადების ორგანიზება
** შეხვედრების, ტრენინგებისა და ღონისძიებების ადმინისტრაციული მხარდაჭერა
** ციფრული ინსტრუმენტების, მათ შორის AI ინსტრუმენტების გამოყენებით სამუშაო პროცესების ოპტიმიზაცია და ნაწილობრივი ავტომატიზაცია
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** განათლება: შესაძლებელია არასრული უმაღლესი განათლება (უმაღლესი განათლება უპირატესობაა)
** სამუშაო გამოცდილება: მინიმუმ 1 წელი ადმინისტრაციულ, ოპერაციულ ან კოორდინაციის მიმართულებით
** ციფრული ინსტრუმენტების ცოდნა: MS Office / Google Workspace
** AI ინსტრუმენტების საბაზისო ცოდნა (მაგ.: ChatGPT ან მსგავსი AI პლატფორმები)
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა (ინგლისური სასურველია)
აუცილებელი უნარები:
** ორგანიზაციული და კომუნიკაციის უნარები
** კრიტიკული აზროვნება
** დეტალებზე ორიენტაცია
** დროის ეფექტური მართვა
** დამოუკიდებლად და გუნდში მუშაობის უნარი
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნონ CV ელექტრონულ მისამართზე: Oshegeorgia@gmail.com
სათაურის ველში მიუთითეთ: "ციფრული ოპერაციების კოორდინატორი".
|
|
|
|