Print | Close
https://www.jobs.ge//ge/ads/?id=715376&print=yes&view=jobs
 
კონტენტ მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონტენტ მენეჯერი
მომწოდებელი: ავერსი-ფარმა
გამოქვეყნდა: 20 აპრილი / ბოლო ვადა: 20 მაისი
შპს "ავერსი-ფარმა" აცხადებს ვაკანსიას კონტენტ მენეჯერის (არამედიკამენტების სამსახურში) პოზიციაზე.

ვაკანსია: კონტენტ მენეჯერი (არამედიკამენტების სამსახურში)

თავის მოვლის ბრენდებისთვის სოციალური მედიის კონტენტ სტრატეგიისა და კონტენტ კალენდრის დაგეგმვა და შემუშავება განსაზღვრულ ვადებში; კონტენტის მორგება ბრენდის პოზიციონირებასა და მიზნობრივ აუდიტორიაზე, კომპანიის სოციალური ქსელების ეფექტური მართვის უზრუნველსაყოფად.

კონტენტის შექმნა და/ან მისი წარმოების პროცესის კოორდინაცია, მათ შორის გარე შემსრულებლებისა და პარტნიორი კომპანიების მუშაობის მართვა და ზედამხედველობა.

ყოველთვიური რეპორტების მომზადება, შესრულებული კონტენტის შედეგების ანალიზი და მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით კონტენტ სტრატეგიის ოპტიმიზაცია და გაუმჯობესება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია მარკეტინგის, საზოგადოებასთან ურთიერთობის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით);
** კონტენტ მენეჯერის, ღონისძიებების მენეჯერის, სოციალური მედიის მენეჯერის ან ციფრული მარკეტინგის სფეროში მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** გრაფიკული და ვიდეო ადაპტაციის პროგრამების ცოდნა
** Microsoft Office პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (Excel, Word. PowerPoint);
** Canva-ს გამოყენებით სოციალური მედიის ვიზუალური მასალების შექმნის ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე;

უნარები და პიროვნული თვისებები:

** ინიციატივიანობა, კრეატიული აზროვნება;
** სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** დროის ეფექტურად მართის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;

ტელ: 2 506 506 (შიდა ნომერი 1576); 557 577442

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 14.05.2026 წელი.

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის (შემდგომში: კანდიდატი) მიერ CV-სა და დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა ნებისმიერი სახით (ფიზიკურად ან/და ელექტრონული საშუალებით), გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. დამსაქმებელი კანდიდატის მონაცემების დასამუშავებლად, ასევე, იყენებს პროვაიდერი კომპანიის პროგრამულ უზრუნველყოფას.

კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას დაიცვას კანდიდატის პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება, მათ შორის, უნებართვო ან/და უკანონო დამუშავებისგან, შემთხვევითი დაკარგვისგან, განადგურებისგან ან/და დაზიანებისგან.

CV-ს ან/და სხვა პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში კანდიდატს ავტომატურად ენიჭება შემდეგი უფლებები: პერსონალური მონაცემების მიღების უფლება; მონაცემების გაცნობისა და ასლის მიღების უფლება; მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება; მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება; მონაცემთა დაბლოკვის უფლება; მონაცემთა გადატანის უფლება; თანხმობის გამოხმობის უფლება; გასაჩივრების უფლება.

ვაკანსიის დეტალურად სანახავად და აპლიკაციის გამოსაგზავნად, მიჰყევით ბმულს: https://wrk.ge/QvYGn0Kr6q
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია