|
დასახელება:
დემი შეფი - ცხელი სექცია
|
| მომწოდებელი:
Pabellón Hotel
|
|
გამოქვეყნდა: 20 აპრილი
/ ბოლო ვადა: 20 მაისი
|
"Pabellón Hotel" აცხადებს ვაკანსიას დემი შეფის თანამდებობაზე.
დემი შეფის (ცხელი სექცია) სამუშაო აღწერა
ძირითადი პასუხისმგებლობები:
ცხელი სექციის მართვა: ცხელი კერძების მომზადების პროცესის ორგანიზება, კოორდინაცია და მუდმივი კონტროლი.
ხარისხის უზრუნველყოფა:
** კერძების მომზადება რეცეპტების, ტექნოლოგიური ბარათებისა და დადგენილი სტანდარტების შესაბამისად.
** გემოს, პრეზენტაციისა და ჰიგიენური სისუფთავის მუდმივი კონტროლი.
პროდუქტების მართვა:
** საჭირო ინგრედიენტების დროული შეკვეთა და მარაგების ეფექტური მართვა.
** პროდუქტების სწორი შენახვის უზრუნველყოფა და დანაკარგების მინიმუმამდე დაყვანა.
** ყოველთვიური (და საჭიროების შემთხვევაში ყოველკვირეული) ინვენტარიზაციის ჩატარება.
** FIFO პრინციპის (First In, First Out) დაცვა.
ჰიგიენა და უსაფრთხოება:
** HACCP სტანდარტების მკაცრი დაცვა.
** სამუშაო სივრცის სისუფთავის უზრუნველყოფა პროცესის განმავლობაში და დასრულების შემდეგ.
** პერსონალის ჰიგიენური ნორმების დაცვის კონტროლი.
კომუნიკაცია და კოორდინაცია:
** მჭიდრო თანამშრომლობა სამზარეულოს შეფთან და სხვა სექციებთან.
** შეკვეთების მიღება, პრიორიტეტიზაცია და დროული შესრულება.
დინამიკურ და დატვირთულ გარემოში მუშაობა:
** პიკის საათებში სწრაფი, ორგანიზებული და ხარისხიანი მუშაობის უზრუნველყოფა.
** პრობლემების ოპერატიული იდენტიფიცირება და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღება.
თუ აკმაყოფილებთ ზემოთ მოცემულ მოთხოვნებს, გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე hr@pabellon.ge და დასახელებაში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
|
|
|
|