Робота для біженців з України
მიმტანი - ყვარელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიმტანი
მომწოდებელი: Pabellón Hotel
გამოქვეყნდა: 20 აპრილი / ბოლო ვადა: 20 მაისი
"Pabellon" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის თანამდებობაზე.

სასტუმრო "პაბელონი" მდებარეობს ყვარელში, ილიას ტბასთან.

სასტუმრო მოიცავს 61 ოთახს, ქართულ რესტორან "მაკრინეს" და ბარებს, შიდა და გარე საცურაო აუზებს, ფიტნეს დარბაზს, სპას და გამაჯანსაღებელ სივრცეს, 3 შეხვედრების ოთახს, ასევე საბავშვო სივრცეს, ღვინისა და სუვენირების მაღაზიას.

მიმტანის (Waiter/Waitress) სამუშაო აღწერილობა:

ძირითადი მოვალეობები:

** შეკვეთების მიღება და სტუმრებისთვის დროულად მიწოდება;
** მენიუს ცოდნა და სტუმრების დახმარება არჩევანში;
** მაგიდების გაწყობა და სისუფთავის დაცვა;
** სტუმრების მიღება და მათთვის კომფორტული გარემოს შექმნა;
** ჩეკების მომზადება და ანგარიშსწორება;
** Room Service-ის და ღონისძიებების (ბანკეტები და სხვა) მომსახურება

დამატებითი პასუხისმგებლობები:

** ჰიგიენის ნორმებისა და სტანდარტების დაცვა;
** ინვენტარის კონტროლი;
** საჭირო ინფორმაციის დროული გაზიარება ხელმძღვანელთან

რეპორტინგი: ანგარიშვალდებულია სუპერვაიზერთან ან შესაბამის მენეჯერთან

თუ აკმაყოფილებთ ზემოთ მოცემულ მოთხოვნებს, გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე hr@pabellon.ge და დასახელებაში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე