|
დასახელება:
სუ შეფი
|
| მომწოდებელი:
Pabellón Hotel
|
|
გამოქვეყნდა: 20 აპრილი
/ ბოლო ვადა: 20 მაისი
|
"Pabellón Hotel" აცხადებს ვაკანსიას სუ შეფის თანამდებობაზე.
სასტუმრო "პაბელონი" მდებარეობს ყვარელში, ილიას ტბასთან.
სასტუმრო მოიცავს 61 ოთახს, ქართულ რესტორან "მაკრინეს" და ბარებს, შიდა და გარე საცურაო აუზებს, ფიტნეს დარბაზს, სპას და გამაჯანსაღებელ სივრცეს, 3 შეხვედრების ოთახს, ასევე საბავშვო სივრცეს, ღვინისა და სუვენირების მაღაზიას.
სუ შეფის (Sous Chef) სამუშაო აღწერილობა:
საკვების მომზადება და ხარისხის კონტროლი:
** უზრუნველყოფს კერძების მომზადებას მაღალი ხარისხით, დადგენილი სტანდარტებისა და რეცეპტების შესაბამისად
** აკონტროლებს გემოს, პრეზენტაციასა და ჰიგიენურ ნორმებს
** იცავს HACCP-ისა და ადგილობრივი რეგულაციების მოთხოვნებს
** მონაწილეობს ახალი კერძების შექმნასა და რეცეპტების განახლებაში
სამზარეულოს გუნდის კოორდინაცია:
** უზრუნველყოფს სამზარეულოს შეუფერხებელ მუშაობას მთავარი შეფის არყოფნისას
** ხელმძღვანელობს დაქვემდებარებულ გუნდს (Commis Chef, Demi Chef და სხვ.)
** ანაწილებს დავალებებს და ახორციელებს შესრულების მონიტორინგს
პროდუქციისა და მარაგების მართვა:
** მონაწილეობს პროდუქციის მიღებასა და ინვენტარიზაციაში
** უზრუნველყოფს პროდუქციის სწორ შენახვას FIFO პრინციპის დაცვით
** ეხმარება მარაგების დაგეგმვასა და შეკვეთაში
** მონაწილეობს ხარჯების კონტროლსა და ოპტიმიზაციაში
გეგმვა და ორგანიზება:
** ამზადებს სამუშაო გრაფიკებს და ანაწილებს რესურსებს ეფექტურად
** მონაწილეობს ყოველდღიურ ბრიფინგებში და ოპერაციულ დაგეგმვაში
** უზრუნველყოფს გუნდისგან უკუკავშირის მიღებას და პროცესების გაუმჯობესებას
სტანდარტები და შესაბამისობა: სასტუმროს სტანდარტებისა და შინაგანაწესის შესაბამისად
რეპორტინგი: ანგარიშვალდებულია სამზარეულოს შეფის (Head Chef) წინაშე
თუ აკმაყოფილებთ ზემოთ მოცემულ მოთხოვნებს, გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე hr@pabellon.ge და დასახელებაში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
|
|
|
|