Робота для біженців з України
სტაჟიორი ფინანსურ დეპარტამენტში
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტაჟიორი ფინანსურ დეპარტამენტში
მომწოდებელი: One Point
გამოქვეყნდა: 16 აპრილი / ბოლო ვადა: 16 მაისი
HR აუთსორსინგული კომპანია "One Point" პარტნიორი საერთაშორისო სადისტრიბუციო კომპანიისთვის ეძებს სტაჟიორებს ფინანსურ დეპარტამენტში ბუღალტერიისა და ფინანსური ანალიტიკის მიმართულებით.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ფინანსური ანალიტიკის მიმართულება
** ანალიტიკური რეპორტების მომზადება და დამუშავება
** მონაცემთა ანალიზი და სტრუქტურირება
** ბუღალტერიის მიმართულება
** ფინანსური მონაცემების სისტემაში შეყვანა
** სისტემიდან ამოღებული ინფორმაციის დამუშავება
** რეპორტინგში მონაწილეობა
** მონაცემების ანალიზში მხარდაჭერა

ძირითადი მოთხოვნები:

** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (სავალდებულო)
** MS Excel-ის მაღალ დონეზე ფლობა (სავალდებულო)
** ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** დროის მართვის უნარი

ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: 9:00-18:00 (2 დღე ოფისიდან, 3 დისტანციურად)
ბენეფიტები: ტრანსპორტირება, კვება
სტაჟირების ხანგრძლივობა: 6 თვე
ანაზღაურება: 500 ლარი (ხელზე ასაღები)

დაინტერესების შემთხვევაში, გაგვიზიარე რეზიუმე ელფოსტაზე - hr@onepoint.ge და Subject-ში მიუთითეთ სათაური.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე