|
დასახელება:
მთავარი ბუღალტერი
|
| მომწოდებელი:
უნიკომი
|
|
გამოქვეყნდა: 16 აპრილი
/ ბოლო ვადა: 16 მაისი
|
შპს "უნიკომი" წარმოადგენს ტექნიკის მაღაზიათა ქსელს, იგი წარმოდგენილია 7 სავაჭრო ობიექტით საქართველოს მასშტაბით. ჩვენ ვთანამშრომლობთ ისეთ ბრენდებთან, როგორიცაა Apple, Samsung, Asus, Acer, Xiaomi, HP, Lenovo, Philips, Canon, Toshiba, TCL, Hisence, Simfer, და ა.შ.
იხილეთ კომპანიის ვებ გვერდი https://unicom.ge/
"უნიკომის" მთავარ ღირებულებას წარმოადგენს თანამშრომლების, მომხმარებლების, პარტნიორებისა და საზოგადოების კმაყოფილებაზე მუდმივი ზრუნვა. ჩვენი მიზანია, საუკეთესო ექსპერტული კონსულტაციით, სანდოობით, ბაზარზე მუდმივი სიახლეებისა და ინოვაციების დანერგვით, მოვიპოვოთ ტექნიკის გაყიდვის სფეროში წამყვანი კომპანიის სახელი.
შპს "უნიკომი" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ.ქუთაისი ჭავჭავაძის 67 სავაჭრო ცენტრი გრანდმოლი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: ფიქსირებული 2500 ლარი (ნეტ)
მიზანი:
კომპანიის ფინანსური აღრიცხვის სრული მართვა, კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა და ფინანსური ანგარიშგების სიზუსტე.
ძირითადი მოვალეობები:
** ფინანსური აღრიცხვის სრული წარმოება (ბუღალტრული გატარებები, ბალანსი, მოგება-ზარალი)
** საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და წარდგენა (დღგ, მოგების გადასახადი და სხვა)
** ფინანსური ანგარიშგებების მომზადება (თვიური, კვარტალური, წლიური)
** საბანკო ოპერაციების კონტროლი და მართვა
** ფულადი ნაკადების (Cash Flow) დაგეგმვა და მონიტორინგი
** კომპანიის ხარჯების კონტროლი და ანალიზი
** ინვენტარიზაციის პროცესის ორგანიზება
** ბუღალტრული დოკუმენტაციის სიზუსტის და სრულყოფის უზრუნველყოფა
** საგადასახადო და ფინანსური რისკების მართვა
** აუდიტთან ურთიერთობა (შიდა/გარე)
** ბუღალტრული გუნდის მართვა (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფინანსებში / ბუღალტერიაში / ეკონომიკაში
** მინიმუმ 3-5 წლიანი გამოცდილება ბუღალტერიაში (სასურველია ხელმძღვანელ პოზიციაზე)
** საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის კარგი ცოდნა
** IFRS სტანდარტების ცოდნა (სასურველია)
** ბუღალტრული პროგრამების ცოდნა (მაგ: 1C - უპირატესობა)
** MS Excel-ის კარგი ცოდნა
** ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტაცია
უნარები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ორგანიზებულობა და დროის მართვა
** კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება
** კონფიდენციალურობის დაცვა
** კომუნიკაციის უნარი
დამატებითი:
** სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
** ანგარიშვალდებული: ფინანსურ დირექტორთან / დირექტორთან
** დაქვემდებარებაში: ბუღალტრები / მოლარეები
ჩვენ გთავაზობთ:
** შესაძლებლობას, გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი;
** იმუშაოთ სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოში;
** განვითარდეთ პროფესიულად და მოახდინოთ თვითრეალიზაცია.
• ** თანამშრომლის ფასდაკლებას
შერჩევის პროცესი განხორციელდება ორ ეტაპად:
** რეზიუმეების გადარჩევა;
** გასაუბრება.
თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ პირობებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@unicom.ge და სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება მაგალითად (საწყობის მენეჯერი ბათუმი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
|
|
|
|