|
დასახელება:
შესყიდვების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
კომპანია
|
|
გამოქვეყნდა: 16 აპრილი
/ ბოლო ვადა: 16 მაისი
|
კომპანია აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.
მისამართი: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი 68
სამუშაო განაკვეთი: სრული ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00
ანაზღაურება: 1500₾ (ნეტი)
ძირითადი მოვალეობები:
** შესყიდვის პროცესების მართვა შესყიდვების პოლიტიკისა და პროცედურების შესაბამისობაში;
** შესყიდვების დოკუმენტაციის წარმოება და ბიუჯეტის კონტროლი;
** გონივრულ ვადებში შესყიდვის პროცესის წარმოება;
** ადგილობრივ და უცხოელ მომწოდებლების მოძიება ბაზარზე და თანამშრომლობის პირობებზე შეთანხმება;
** მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმოება, როგორც ღირებულებაზე, ასევე მოწოდების ვადებსა და სხვა პირობებზე;
** ახალი მომწოდებლების ძიება, მათი პირობების დადგენა და შედარება არსებულებთან;
** ფასების მუდმივი შედარება და პროდუქციის შეძენა საუკეთესო პირობებით;
** შესყიდვების პროცესების ოპტიმიზაცია და მომწოდებლების ბაზის განახლება;
** პროექტის ფარგლებში, მუდმივად და მჭიდროდ თანამშრომლობა უშუალო პროექტ მენეჯერთან/ და ნებისმიერ დამკვეთ დეპარტამენტთან;
** შესყიდვების სრული ციკლის შესრულების მონიტორინგი;
** პროექტის ფარგლებში, შესყიდვების გეგმის წარმართვა შეთანხმებული ვადების გათვალისწინებით;
** ტექნიკური დავალების მიღება, გადამოწმება ყველა დეტალის გათვალისწინებით;
** არაგეგმური შესყიდვის წარმოება ხარჯის დამტკიცების პროცედურების გათვალისწინებით;
** შესყიდვების ანალიზი,
** რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან და დირექტორთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** აუცილებელია სამშენებლო სექტორში მუშაობის სულ მცირე 1-2 წლის გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისურისა და რუსული ენის ცოდნა;
** MS Office-ის ცოდნა.
უნარ-ჩვევები:
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** კომუნიკაბელურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** საქმის ორგანიზების და დაგეგმვის უნარი.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მეილზე hr.hts.llc@gmail.com. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
|
|
|
|