|
დასახელება:
კონტაქტ ცენტრის გაყიდვების ოფიცერი
|
| მომწოდებელი:
scapp
|
|
გამოქვეყნდა: 16 აპრილი
/ ბოლო ვადა: 16 მაისი
|
სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "სკაპი" აცხადებს ვაკანსიას კონტაქტ ცენტრის გაყიდვების ოფიცრის პოზიციაზე;
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** არსებულ და პოტენციურ მომხმარებლებთან სატელეფონო კომუნიკაციის განხორციელება, პროდუქტებისა და მომსახურებების შეთავაზებისა და გაყიდვების უზრუნველყოფის მიზნით.
** მომხმარებლის საჭიროებების იდენტიფიცირება და შესაბამისი ფინანსური პროდუქტების შეთავაზება;
** პოტენციური კლიენტების ბაზის შექმნა, განახლება და ეფექტური მართვა;
** გაყიდვების პროცესის სრული ციკლის მართვა, პირველადი კონტაქტიდან გარიგების დასრულებამდე;
** სესხის დამტკიცების მიზნით მომხმარებლის შესახებ საჭირო ინფორმაციის შეგროვება და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში გადაგზავნა;
** მომხმარებელთან კომუნიკაციის წარმოება საკრედიტო კომიტეტის გადაწყვეტილების შესახებ;
** მომხმარებელთან გრძელვადიანი ურთიერთობების შენარჩუნებისა და განვითარების უზრუნველყოფა;
** განსაზღვრული გაყიდვების მიზნებისა და ინდივიდუალური გეგმების შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა.
სხვა მოთხოვნები:
** ეფექტური გაყიდვების უნარი;
** გამართული მეტყველება;
** დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
** სისხარტე მუშაობაში;
** ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი.
სამუშაო პირობები:
** სრული განაკვეთი:
** გამოსაცდელი ვადა: 6 თვე;
** ანაზღაურება: ფიქს. ხელფასი + ბონუსი;
დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ აპლიკაცია: https://scapp.ge/ge/job ან გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@scapp.ge
წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "კონტაქტ ცენტრის გაყიდვების ოფიცერი".
|
|
|
|