Print | Close
https://www.jobs.ge//ge/ads/?id=713966&print=yes&view=jobs
 
სუპერვაიზერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სუპერვაიზერი
მომწოდებელი: კაფე-რესტორანი სტრადა
გამოქვეყნდა: 14 აპრილი / ბოლო ვადა: 14 მაისი
რესტორნების ქსელი "სტრადა" აცხადებს ვაკანსიას სუპერვაიზერის პოზიციაზე.

რესტორნების ქსელი "სტრადა" 2014 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე. "სტრადას" მენიუში შეხვდებით ევროპული და აზიური სამზარეულოს კერძებს, რომლებიც შექმნილია შეფ-მზარეულების საერთაშორისო გუნდის მიერ. ჩვენთან წარმოდგენილი ყველა კერძი, მზადდება მაღალი ტექნოლოგიური სტანდარტების შესაბამისად.

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ საიტს: https://www.stradacafe.ge/

სამუშაო ადგილი: თბილისი;
სამუშაო განაკვეთი: სრული.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ცვლაში ობიექტის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** სტუმრების მომსახურება, მომსახურების სტანდარტების დაცვა და შესრულების მონიტორინგი;
** დაქვემდებარებული პერსონალის მართვა:
** გეგმური ინვენტარიზაციის წარმოება უშუალო ხელმძღვანელთან ერთად და ნაშთების კონტროლი

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ლიდერული უნარები
** კომუნიკაბელურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** 50%-იან ფასდაკლებას "სტრადას" სრულ მენიუზე, სამუშაო დღის განმავლობაში;
** ღამის საათებში, სახლამდე უფასო ტრანსპორტირებას თბილისის მასშტაბით.

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@stradacafe.ge და სათაურის ველში - "Subject" მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება "სუპერვაიზერი".

გისურვებთ წარმატებებს!

გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შპს "აგავა"-ს მიერ, უფლებამოსილი პირის მეშვეობით, ხორციელდება მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია მხოლოდ კანდიდატის მიმდინარე ან/და მომავალი ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება 1 წლის ვადით.

გაცნობებთ, რომ კომპანია კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. კომპანია გმობს და ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

გაცნობებთ, რომ რეზიუმეს მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნის გზით, ადასტურებთ და თანხმდებით წინამდებარე პირობას პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით.

თუ გსურთ მიიღოთ დამატებითი ინფორმაცია კომპანიის მიერ დამუშავებული თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ, ან/და იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, ან/და გსურთ ინფორმაციის განახლება/განადგურება/წაშლა ან/და "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი თქვენი სხვა უფლების რეალიზება, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელფოსტაზე: vacancy@stradacafe.ge.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია