Робота для біженців з України
მთავარი ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მთავარი ბუღალტერი
მომწოდებელი: ჯი სი ელ
გამოქვეყნდა: 11 აპრილი / ბოლო ვადა: 11 მაისი
შპს "ჯი სი ელ" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე ქ. თბილისში.

მოვალეობები:

** კომპანიის სრული ბუღალტრული აღრიცხვის ორგანიზება და მართვა;
** ბუღალტრული ოპერაციების სწორი და დროული აღრიცხვის კონტროლი;
** საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და საგადასახადო ორგანოებში წარდგენა;
** საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად ოპერაციების კონტროლი, რისკების იდენტიფიცირება და ანალიზი;
** მომწოდებლებთან და კონტრაქტორებთან ფინანსური ანგარიშსწორების კონტროლი;
** საგადასახადო და აუდიტორულ ორგანოებთან კომუნიკაცია;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების/ბუღალტერიის მიმართულებით;
** მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** საგადასახადო და ფინანსური აღრიცხვიანობის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
** ბუღალტრული პროგრამების ცოდნა;

სამუშო დრო: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00
დასვენების დღეები: შაბათი და კვირა.

ანაზღაურება განისაზღვრება კვალიფიკაციის შესაბამისად.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ  გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: info@gcl.ge.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე