Print | Close
https://www.jobs.ge//ge/ads/?id=713627&print=yes&view=jobs
 
ონლაინ შეკვეთების შემგროვებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ონლაინ შეკვეთების შემგროვებელი
მომწოდებელი: რესტორანი ტაბლა
გამოქვეყნდა: 10 აპრილი / ბოლო ვადა: 10 მაისი
"აი სი არ ფუდ ენდ ბევერეჯ" საერთაშორისო კომპანია "აი სი არ"-ის ნაწილია და ქართულ ბაზარზე 2010 წლიდან ოპერირებს. კომპანიის პორტფოლიოში შედის პოპულარული ბრენდები: ქართული რესტორანი "ტაბლა", იტალიური რესტორანი "პომოდორისიმო" და მისი ქვე-ბრენდი "პანუოცო", ღონისძიებების კვების მომსახურების კომპანია "ICR ქეითერინგი" და კულინარიული მასტერკლასების ორგანიზატორი სივრცე "Food Lab". კომპანია მუდმივად ვითარდება და ეხმიანება როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ტრენდებს, რაც მას საშუალებას აძლევს, დაიკავოს წამყვანი პოზიცია ქართული კვების ინდუსტრიაში.

რესტორანი "ტაბლა" აცხადებს ვაკანსიას ონლაინ შეკვეთების შემგროვებლის პოზიციაზე.

მის: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი (დიღომი).

ჩვენ გთავაზობთ:

** ფიქსირებულ ანაზღაურებას - 1200 ლარი (Net);
** ანაზღაურებად შვებულებას 4 თვის შემდეგ, წელიწადში 34 დღე;
** კვებისა და ტრანსპორტირების უზრუნველყოფას;
** Fitpass;
** დაზღვევას;
** პროფესიული ზრდის და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ონლაინ პლატფორმაზე შემოსული შეკვეთების დროული მიღება და მიწოდებისთვის მზადყოფნაში მოყვანა;
** სალარო ოპერაციების შესრულება;
** დელივერი კურიერთან შეკვეთების დროული გადაცემა და მონიტორინგი;
** საჭიროების შემთხვევაში შეკვეთასთან დაკავშირებული დეტალების მომხმარებელთან დაზუსტება;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** დროის ეფექტური მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: vacancyF.B@icr.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ონლაინ შეკვეთების შემგროვებელი"

მოცემულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ შპს "აი სი არ ფუუდ ენდ ბევერეჯ"-ისთვის მიწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი. ასევე აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 3 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია