Робота для біженців з України
ხარისხისა და მოცულობების დამთვლელი ინჟინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ხარისხისა და მოცულობების დამთვლელი ინჟინერი
მომწოდებელი: G2 დეველოპმენტი
გამოქვეყნდა: 10 აპრილი / ბოლო ვადა: 10 მაისი
"ჯი2 დეველოპმენტი" აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო სამუშაოების ხარისხისა და მოცულობების დამთვლელი ინჟინრის პოზიციაზე.

ვეძებთ მოტივირებულ და დეტალებზე ორიენტირებულ პროფესიონალს, რომელიც შემოუერთდება ჩვენს გუნდს.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ანაპის 414 დივიზიის ქუჩა ნ30
სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00.
ანაზღაურება: განისაზღვრება კვალიფიკაციის მიხედვით

ძირითადი მოვალეობები:

** საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის (ნახაზების) საფუძველზე შესასრულებელი სამუშაოების მოცულობების ზუსტი დათვლა;
** ქვეკონტრაქტორების მიერ წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოს აქტების (ფორმა N2) შემოწმება, რეალურ მოცულობებთან შედარება და დადასტურება;
** სამშენებლო მოედანზე მიმდინარე და შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი და დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობის შემოწმება;
** საჭიროების შემთხვევაში, მასალების ხარჯვის ნორმების კონტროლი;
** სამშენებლო ობიექტებზე პერიოდული ვიზიტი და ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვა/მონიტორინგი;
** უშუალო ხელმძღვანელისთვის შესაბამისი რეპორტების (ყოველდღიური/ყოველკვირეული) მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სამშენებლო ან საინჟინრო მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე (მოცულობების დათვლა, ხარჯთაღრიცხვა, ხარისხის კონტროლი) მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** ნახაზების წაკითხვისა და გაანალიზების მაღალი დონე;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: MS Excel (მაღალ დონეზე), AutoCAD (აუცილებელია). (ArchiCAD-ის ან სხვა სპეციფიკური პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
** სამშენებლო ნორმების, წესებისა და ტექნოლოგიური პროცესების ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** დეტალების მიმართ განსაკუთრებული ყურადღება და სიზუსტე;
** მათემატიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დროის ეფექტურად მართვისა და პრიორიტეტების სწორად გადანაწილების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას;

განაცხადის მიღების წესი:

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: goglichidzegurami@gmail.com.

გთხოვთ, წერილის სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "ხარისხისა და მოცულობების დამთვლელი ინჟინერი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

დამატებითი კითხვებისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე: 599 990699.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე