Робота для біженців з України
მენეჯერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მენეჯერი
მომწოდებელი: მეა
გამოქვეყნდა: 10 აპრილი / ბოლო ვადა: 10 მაისი
"MEA" მულტიბრენდული პარფიუმერიისა და კოსმეტიკის სივრცეა, სადაც წარმოდგენილია არაბული სუნამოების პრემიუმ ხაზის ბრენდები: ARMAF, AJMAL, JUNAID, GULF ORCHID, AZHA, PARIS CORNER, ასევე, თავის მოვლის ბრენდები: PHYRIS, PHYSIO NATURA, ECOBE, BIOVENE, DR. JACKSON და სხვა.

პროდუქციის უკეთ გასაცნობად ეწვიეთ ბმულს: https://www.facebook.com/mea.multibrand.store

MEA ბათუმის ფილიალისთვის აცხადებს ვაკანსიას MEA-ს მენეჯერის პოზიციაზე, ვინც იზრუნებს გუნდზე და ოპერაციულ საკითხებზე.

ლოკაცია: ქ. ბათუმი, "მეტროსითი"
გრაფიკი: 10:00-18:00 / 14:00-22:00 (დასვენება 2 დღე)
ანაზღაურება: შეთანხმებით (კვალიფიკაციიდან გამომდინარე)

ბენეფიტები:

** პარფიუმერიის და კოსმეტიკის მიმართულებით ტრენინგები
** ჯანმრთელობის დაზღვევა და FITPASS
** კორპორატიული ფასდაკლება პროდუქციაზე
** კარიერული წინსვლა

აუცილებელი მოთხოვნა:

** უცხო ენა სასაუბრო დონეზე
** აუცილებელია მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება მენეჯერის პოზიციაზე
** სასურველია APEX პროგრამაში მუშაობის გამოცდილება

მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის განსაკუთრებული სერვისის შეთავაზება, საჭიროების დადგენა...
** გაყიდვების მონიტორინგი და სტიმულირება
** პროდუქციის მიღება, აღწერა, სივრცეში დადგენილი წესის მიხედვით განთავსება
** მარაგების კონტროლი საწყობში
** სალარო ოპერაციების და მასთან დაკავშირებული საკითხების შესრულება
** მაღაზიაში წესრიგის, რაოდენობების და ფასმაჩვენებლების კონტროლი
** გუნდის წევრების ყოველდღიური ტრენინგი და დღის გეგმების გაწერა

თუ გსურთ შემოუერთდეთ პარფიუმერიის სფეროს და გახდეთ MEA-ს გუნდის გამორჩეული წევრი, გაგვიზიარეთ CV - vacancy@atelieroutlet.ge.

subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე