Print | Close
https://www.jobs.ge//ge/ads/?id=712793&print=yes&view=jobs
 
სასწავლო/ ადმინისტრაციული პროცესების მხარდაჭერის სპეციალისტი - ქედა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სასწავლო/ ადმინისტრაციული პროცესების მხარდაჭერის სპეციალისტი
მომწოდებელი: კოლეჯი ბლექსი
გამოქვეყნდა: 06 აპრილი / ბოლო ვადა: 30 აპრილი
სსიპ კოლეჯი "ბლექსი" აცხადებს ვაკანსიას სასწავლო და ადმინისტრაციული პროცესების მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე.

მისამართი - ქედა, წერეთლის ქ. N4
განცხადების პერიოდი - 06.04.2026 - 30.04.2026
თანამდებობრივი სარგო - 1, 175 ლარი
ადგილების რაოდენობა - 1
სამუშაოს ტიპი - სრული განაკვეთი

ფუნქცია მოვალეობები:

** სასწავლო ცხრილების შემუშავება;
** მოდულური პროგრამების სასწავლო ცხრილების ატვირთვა ელექტრონულ ჟურნალში, მისი საჯაროობის უზრუნველყოფა;
** კოლეჯში დასაქმებული პირების, პროფესიული სტუდენტების, მსმენელებისა და კოლეჯის ტერიტორიაზე მყოფი პირების სასწავლო პროცესში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის კონტროლი;
** მატერიალურ ჟურნალში/ელექტრონულ ჟურნალში პროფესიულ სტუდენტთა სწრებადობის აღრიცხვის კონტროლი, თვის ბოლო სასწავლო კვირაში და სამ სამუშაო დღეში eFlow - საშუალებით, ინფორმაციის წარმოდგენა იმ პროფესიულ სტუდენტთა შესახებ, რომელთაც გაცდენების გამო უნდა შეუწყდეთ სტატუსი;
** შეფასების უწყისის შედგენა და პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის მიწოდება;
** ჩართულობა საპროფორიენტაციო მუშაობაში;
** პროფესიული სტუდენტების/მსმენელების მეცადინეობებზე დასწრების კონტროლი;
** სასწავლო პროცესის წარმოებისათვის აუცილებელი დოკუმენტაციის წარმოება;
** შეფასების მტკიცებულებების და შეფასების უწყისების გადაბარება პროფესიული განათლების მასწავლებლისგან;
** პროფესიული სტუდენტების/მსმენელების მხარდაჭერის ღონისძიებებში ჩართულობა, მათი ინფორმირება/კონსულტირება სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ საკითხებში;
** სამკითხველო ოთახის ფუნქციონირების მხარდაჭერა;
** პროფესიული სტუდენტებისათვის ელექტრონული სასწავლო რესურსების წვდომასთან დაკავშირებით კონსულტაციების ჩატარება;
** პროფესიულ სტუდენტთა/მსმენელთა სხვადასხვა ტიპის ღონისძიებების (მათ შორის, სპორტული, კულტურულ - შემოქმედებითი და სხვა) მხარდაჭერა;
** მოქალაქეების, პროფესიული სტუდენტების/მსმენელების განცხადებების კოლეჯის ოფიციალურ მისამართზე info@blacksea.edu.ge გადაგზავნა საქმისწარმოების ავტომატიზირებულ სისტემაში - "eflow" რეგისტრირების მიზნით;
** პროფესიული სტუდენტებისა და მსმენელების ხელშეკრულებების რეგისტრაციის უზრუნველყოფა;
** მოქმედი კანონმდებლობით, კოლეჯის წესდებით შინაგანაწესით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების შესრულება.

მინიმალური განათლება: მინიმუმ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი
მუშაობის გამოცდილება: სასურველია ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება

საკვალიფიკაციო მოთხოვნა:

** უნდა იცნობდეს საქართველოს კანონს "პროფესიული განათლების შესახებ";
** პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულება;
** სწავლებისა და შეფასების მეთოდოლოგიას;
** კოლეჯის წესდებას;
** კოლეჯის შინაგანაწესს.

დამატებითი ცოდნა:

აუცილებელია კომპიუტერული საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა.
დამატებითი ინფორმაცია - ვაკანტურ თანამდებობაზე ვერ დაინიშნება პირი, რომელიც ნასამართლევია "სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებთან ბრძოლის შესახებ: საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის.
საგამოცდო ვადა: ვაკანტურ თანამდებობაზე დაინიშნება პირი 6 თვის საგამოცდო ვადით.

კონკურსის ეტაპები:

1. განცხადების გადარჩევა
2. გასაუბრება

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) და დიპლომი ელექტრონულ მისამართზე: info@blacksea.edu.ge გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

კოლეჯი "ბლექსი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია